,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, პარტიის ,,ჩვენ” დამფუძნებელი დავით ქაცარავა Facebook-ის პირად გვერდზე მწვავე შეფასებით პასუხობს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს, თუ რა შედეგი მოჰყვება ,,ქართული ოცნების” გამარჯვებას 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში:
,,ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი გზავნილი და დაპირება რეპრესიებია, ე.წ. ახალი ნიურბერგის პროცესი, რომლითაც სრულიად ოპოზიციას ემუქრება და იძლევა დაპირებას, არჩევნების მოგების შემთხვევაში გააქროს ოპოზიცია პოლიტიკიდან და ოპოზიციური ასპარეზი მარიონეტულ, პრორუსულ პარტიებს დაუთმოს.
,,ოცნება” ისევ გვაშინებს ომით და მეორე ფრონტის გახსნით, რომლითაც თანმიმდევრულად ზაფრავს საქართველოს მოსახლეობას.
,,ქართული ოცნება” სინამდვილეში ძალადობრივი, რუსული ინტერესების გამტარი ძალაა, რომლის ამოცანა და დავალებაა საქართველოში რუსული დიქტატურის დამყარება”, – წერს დავით ქაცარავა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე