„ისინი ცდილობენ ქართველების ერთმანეთზე დაგეშვას, ჩვენს დაყოფას, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეკრებაზე გაჟღერებულ გზავნილებთან დაკავშირებით:.
მისი თქმით, საზოგადოებამ ბევრჯერ ნახა “ქართული ოცნების” მტრული ქმედებები, რაც 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს:
„რას ასხივებდა გუშინდელი მათი შეკრება, გარდა შიშისა და სიყალბისა? რაზე ისაუბრა ივანიშვილმა შუშის გალიიდან?
არცერთი სიტყვა არ ყოფილა იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც მართლა აწუხებს ხალხს.
ისინი თესავენ სიძულვილსა და შიშს, ჩვენ კი მათ უნდა დავახვედროთ ერთიანობა.
ისინი ცდილობენ ქართველების ერთმანეთზე დაგეშვას, ჩვენს დაყოფას, ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ ერთიანობა.
ისინი ცდლობენ ხალხის გაჭირვება, უმუშევრობა, მაღალი ფასები გამოიყენონ თავის სასარგებლოდ, რომ კიდევ უფრო მეტმა ქართველმა დატოვოს საქართველო, ხმის ამომღები აღარავინ დარჩეს ქვეყანაში და ხალხი ძარცვონ!
ჩვენ ბევჯერ ვნახეთ მათი მტრული ქმედებები, ვიცით მათი ბოროტი ოცნებები და სწორედ ეს უნდა დავასრულოთ 26 ოქტომბერს რათა დადგეს ხალხის ოცნებების ასრულების დრო.
არა მათ ბოროტ ოცნებებს!
კი ერთანობას და ხალხის გამარჯვებას!” – განაცხადა მანჯგალაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს