მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას, ირონიანარევი მწვავე შეფასებებით, ცალკეული ფაქტების გახსენებით და კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება:
“ხორავას ქუჩის ტრაგედია ყოფილა რევოლუციის მცდელობა🙈 და ხელისუფლებაც არაფერ შუაში ყოფილა! (ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებაში წერია)…
არა, ქუმსიშვილის მარჯვენა ხელმა გოგა თვაურმა, ჩემი დავალებით დააზიანა მკვლელობის იარაღი დანა და გენერალური პროკურორიც უმიზეზოდ გადადგა!
იმ სპეცჯგუფს რა ბედი ეწია, კვირიკაშვილ-ქუმსიშვილის კორუფციულ სქემებს რომ იძიებდა?
თვაური დუმილის სანაცვლოდ დააბრუნეთ სამხარაულში? (გასაყალბებელი კიდე ბევრია), ნაცებს რომ ამთავრებთ, მის ბიოგრაფიას ხომ არ ჩახედავდით?!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.