პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია სიტყვით გამოსვლის დროს მოსახლეობას მიმართავს და გარკვეულ შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიის პოლიტიკასთან დაკავშირებით:
,,საქართველოს მომავალი არის ნამდვილი მშვიდობა, კეთილდღეობა და ნაღდი ღირსება, არა ის, როგორც ,,ოცნების“ ვიღაც იდეოლოგები დღეს ლაპარაკობენ და გვატყუებენ ღირსებაზე, რომელიც მათთვის თურმე კორუფცია, ტყუილი და ნეპოტიზმია.
მშვიდობაზე, რომლის დაცვის არანაირი რესურსი არ დარჩათ, არც ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით რასაც აკეთებენ… – ერთ საქართველოს უპირისპირებენ მეორე საქართველოს; ერთ საქართველოს მოქალაქეს ეძახიან მოღალატეს, მეორე საქართველოს მოქალაქე მას ეძახის რუსს. ამას ყველაფერს აკეთებს დღეს მმართველი ძალა.
არა ასეთი მშვიდობით, არამედ ნამდვილი მშვიდობით, არა ისეთი კეთილდღეობით როგორც ,,ოცნებას“ წარმოუდგენია კეთილდღეობა თავისი, პირადი თავიანთი ოჯახების და იმ 20-25 ოჯახის, არამედ თითოეული საქართველოს მოქალაქის კეთილდღეობით.
ჩვენ, ყველანი ერთად, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი მშვიდობით და ნამდვილი კეთილდღეობით თითოეული ქართული და საქართველოს მოქალაქის ოჯახისთვის მივიყვანთ და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე