ნარკოტიკების თემასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს და ინიციატივას აჟღერებს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:
“ევროპაც მესმის და დემოკრატიაც, კლუბური გართობაც, მაგრამ საქართველოში უკუღმა ხდება ყველაფერი!
ფაქტია, არსებობენ ხელშეუხებელი კლუბები, სადაც ნარკოტიკების რეალიზაციაც ხდება და უკონტროლო მოხმარებაც!
სექტემბრიდან ვივლი კლუბებში – ვისაც სურვილი გექნებათ, შემომიერთდით!დაგვარწმუნონ, რომ ასე არ ხდება‼️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.