,,ანტისაოკუპაციო მოძრაპბის ლიდერი, პარტიის ,,ჩვენ” დამფუძნებელი, დავით ქაცარავა Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით:
,,კი, ირაკლი, რა თქმა უნდა ასეა, საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, ისე როგორც დღეს და ეს მხოლოდ შენი და ქოცნების დამსახურებაა!
ეს პრემიერად წოდებული სუბიექტი საქართველოს მოსახლეობას, თავისი ელექტორატის ჩათვლით სრულ იდიოტებად გვთვლის.
ასე გააგრძელეთ, ქოცრუსებო, არაფერი შეცვალოთ თქვენს საარჩევნო სტრატეგიაში”, – წერს დავით ქაცარავა
ინფორმაციისთვის: პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ,,უკრაინა და მოლდოვა უფრო და უფრო მეტად შორდებიან ევროკავშირს, საქართველო მაქსიმალურად უახლოვდება”.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე