პარასკევი, აპრილი 11, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიამინდის პროგნოზი17-19 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი: საქართველოში ცვალებადი ამინდებია...

17-19 აგვისტოს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი: საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 17-19 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

⛈ 17 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 18 აგვისტოდან უნალექო ამინდი იქნება.

🌧 ქ. თბილისში 17 აგვისტოს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

🌤 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.

🌤 დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი იქნება.

🌤 დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 17 აგვისტოდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.

⛈ ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 17 აგვისტოს ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.

⛈ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 17 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო 18-19 აგვისტოს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

8 აპრილიდან 11 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტო საყურადღებო და გასათვალისწინებელ ინფორმაციას ავრცელებს: 🌧 8...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს არის ივანიშვილის ჯიბის პარლამენტი! ე.წ. კომისია კი ღალატის გარდა არაფერს ნიშნავს!” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საგამოძიებო კომისიაში მის დაბარებას...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვოცნებობდი ამას…” – ზაზა სარალიძე: “დათუნა სარალიძის განცდები”

შვილმოკლული მამის, ზაზა სარალიძის უზომო ტკივილით აღსავსე ემოციები...: "დათუნა სარალიძის...