კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ივანიშვილი და მისი გარემოცვა პასუხს აგებენ როგორც საქართველოს...

“ივანიშვილი და მისი გარემოცვა პასუხს აგებენ როგორც საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ასევე მთელი მსოფლიოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო” – ვასო ურუშაძე

უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს იყენებს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რომ მიიღოს პირადი სარგებელი, რომლითაც შემდეგ ის აფინანსებს მმართველ პარტიას,“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით:

კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორი, ოპოზიციური პარტიები, მედია ამტკიცებდა და ეს არ იყო მხოლოდ ვარაუდები, ეს იყო მტკიცებულებები, რომელიც არაერთხელ გადაეცემოდა სხვადასხვა ოპოზიციური არხების ჟურნალისტური გამოძიების რეპორტაჟებში, თუმცა დღეს უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს იყენებს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის. საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რომ მიიღოს პირადი სარგებელი, პირადი კეთილდღეობა. საუბარია დიდი ოდენობით „შავ ფულზე“, რომლითაც შემდეგ ის აფინანსებს თავის მმართველ პარტიას, რომელიც ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ, ანტიდემოკრატიულ საქმიანობაში და მთლიანი სახელმწიფო სტრუქტურა დაწყებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, გაგრძელებული ფინანსური პოლიციით შინაგან საქმეთა სამინისტროთი, არის ჩართულია ამ დანაშაულებრივი სქემების მფარველობაში.

ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილი იყენებდეს შექმნილ პერსპექტივას ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, შემოჰქონდეს ინვესტიციები, ქმნიდეს სამუშაო ადგილებს, ავითარებდეს ეკონომიკას, რაც სასიკეთოდ აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, შეიქმნება სამუშაო ადგილები, განვითარდება ეკონომიკა, ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პირადი სარგებელი მიიღოს ამ დანაშაულებრივი საქმიანობით გამდიდრდეს თავად და მისი ვიწრო ოლიგარქიული კლანი.

მე მეტსაც ვიტყვი, ეს არის დასაწყისი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული და სავარაუდოდ არის დაწყებული გამოძიებაც საერთაშორისო დონეზე, რომელიც აუცილებლად მივა ივანიშვილის და მისი გარემოცვის კართან და ისინი აგებენ პასუხს როგორც საქართველოს მოქალაქეების წინაშე, ასევე მთელი მსოფლიოს, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეების წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“მხოლოდ ყველა პოლიტიკური აქტორის ერთობა და რაც მთავარია საზოგადოების აქტიური ნაწილის თვითორგანიზება მიგვიყვანს რეჟიმის...

საქარეთველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს, კონკრეტული...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...