შაბათი, ოქტომბერი 25, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიახლა არკვიონ, ბოლო პერიოდში ვინ იყო ამერიკაში და...

ახლა არკვიონ, ბოლო პერიოდში ვინ იყო ამერიკაში და ვინ არის “ვირთხა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ჰელსინკის კომისიის საკმაოდ სკანდალურ განცხადებას ეხმაურება:

ჰელსინკის კომისიის უაღრესად სკანდალური განცხადება, რაც დიდი ალბათობით საკმარისი მტკიცებულებებით არის გამყარებული, ნიშნავს რომ ხელისუფლება სერიოზული დოზით კრიმინალიზებულია…

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი ფაქტები აშშ-ს ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია. მათი გასაჯაროვება კი გადაწყდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე ვიზიტის დროს სენატორები საბოლოოდ დარწმუნდნენ ხელისუფლების მხრიდან ვექტორის ცვლილების პროცესის შეუქცევად ხასიათში.

P.S. მაღალი ალბათობით საქმეში დევს მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკების (ოქროს მოწმეები) ჩვენებებიც. ახლა არკვიონ, ბოლო პერიოდში ვინ იყო ამერიკაში და ვინ არის “ვირთხა”, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.

ინფორმაციისთვის: სელსინკის კომისიამ საკმაოდ სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ “საქართველოს მთავრობა ეყრდნობა შავ ფულს, რომელსაც მთელ მსოფლიოში მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან იღებს, რათა დააფინანსოს მისი ოპერაციები და დევნოს ოპოზიცია“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა კადრი მეტყველებს, რომ ლიკა დააკავეს უკანონოდ” – ნინო ჯანგირაშვილი ლიკა ბასილაიაზე

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო...

ბონდო მძინარაშვილი: “სიის პირველ ათეულში ყოფნას მეორე და მესამე ათეულში ყოფნა სჯობს… “თუ კაცი...

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი ირონიული...

“ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე...

საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ზურაბ გირჩი...

“ჩვენი ბრძოლა გრამატიკულ ბრუნვებში” – ირაკლი ნადირაძის ლექსი

“ის რაც გვაკლია, რაც გვჭირდება - ეს ერთობაადა ბევრი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“დიახ, პატრულის მანქანაზეა და დიახ, რეჟიმს სწორედ ასეთი გამბედავი ადამიანები ამარცხებენ” – შორენა ლობჟანიძე

სამოქალაქო აქტივისტის, თამარ ლორთქიფანიძის მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით პატრულის...

“4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების დუმილი მაკვირვებს!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე 4 ოქტომბრის აქციის...

“მადლობელი ვარ ბიძინა ივანიშვილის, იმდენ ადამიანს ჩამოხსნა ნიღაბი🙌🙌” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს...