კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამდენ მოთქმა-გოდებას, ბაქოში ურჩევნიათ დროზე გახსნან წლობით დაკეტილი...

“ამდენ მოთქმა-გოდებას, ბაქოში ურჩევნიათ დროზე გახსნან წლობით დაკეტილი საზღვარი ორ ქვეყანას შორის” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტური პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი Facebook-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე საუბრობს:

,,რატომ ცდილობენ ზოგიერთნი, რომ მთავრობებისადმი კრიტიკა გაავრცელონ ხალხებზეც, სრულიად გაუგებარია. ის, რომ პრეზიდენტი ილხამ ალიევი ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში და ჯერ მუხრანში, მერე კოჯორში, ორჯერვე ჩუმად, საიდუმლოდ შეხვდა ქართველი ხალხის სატრაპ ივანიშვილს ფაქტია,რაც კიდევ დიდ ხანს იქნება მსჯელობის საგანი, სანამ არ გაირკვევა რა გარიგება იქნა დადებული.

ამდენ მოთქმა-გოდებას ბაქოში ურჩევნიათ დროზე გახსნან წლობით დაკეტილი საზღვარი ორ ქვეყანას შორის, რათა ხალხმა თავისუფლად ამოისუნთქოს და გადაადგილდეს თავის საქმეებზე.

ასევე, სჯობს გაიყვანონ ჯარი გარეჯის კომპლექსიდან, რათა ღვთისმსახურნი, მრევლი, ტურისტები და ნებისმიერი თავისუფლად გადაადგილდეს ამ უნიკალურ, მსოფლიო, ქართულ-ქრისტიანული კულტურის ძეგლთან.

საზღვრის დემარკაციაზე კი გაგრძელდეს მოლაპარაკებები, როგორც ეს ბოლო 30 წელი ხდებოდა.

აქვე მადლობა მინდა ვუთხრა უამრავ ჩვენს აზერბაიჯენელ ძმებსა და დებს, რომლებიც სწორად აცნობიერებენ ამ პრობლემების აქტუალობასა და გადაწყვეტის აუცილებლობას”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...