კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიინტერვიუ"ის ხელისუფლება, რომელიც აღარ წარმოადგენს ხალხს უნდა მოშორდეს...

“ის ხელისუფლება, რომელიც აღარ წარმოადგენს ხალხს უნდა მოშორდეს და ჩამოშორდეს ხელისუფლებას” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში კომენტარს აკეთებს სტრატეგიული პარტნიორების მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული მწვავე პოზიციებისა და წერილების შესახებ:

  • უფრო და უფრო გახშირდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მწვავე პოზიციები და წერილები ხელისუფლებასთან, ივანიშვილთან დაკავშირებით, როგორ შეაფასებდით ამას?

– ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეაქცია და დამოკიდებულება ხელისუფლების ქმედებებზე არის აბსოლუტურად ადეკვატური და სწორი. სხვათაშორის დემოკრატიებს არ ახასიათებთ ხელისუფლებისა და ხალხის გაყოფა. იმიტომ, რომ ითვლება, რომ ხელისუფლება არის ხალხის მიერ არჩეული და ამიტომ დემოკრატიულ საზოგადოებას და დემოკრატიულ ხელისუფლებებს, როგორც წესი ეს არ ახასიათებს და თუ ამ ხერხს მიმართავს, იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება არის ისეთი როგორც არის ლუკაშენკოს, რუსეთის ან ჩრდილოეთ კორეის მიმართ ანუ ხელისუფლების, რომელიც არ წარმოადგენს ხალხს.

თქვენ ალბათ ყველა მიმართვაში ხაზგასმით შეამჩევდით, რომ ხელისუფლების მიმართ არის აბსოლუტური კრიტიკა და მიუღებლობა იმ რუსული გზის გამო, რომელიც მათ აირჩიეს, მაგრამ მხარდაჭერა გამოხატულია ქართველი საზოგადოების მიმართ, რომელმაც მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ქართველ ხალხს უნდა იაროს ევროპისკენ და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ამიტომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს არის ტესტი ჩვენთვის, 26 ოქტომბრისთვის, იმიტომ, რომ ის ხელისუფლება, რომელიც აღარ წარმოადგენს ხალხს უნდა მოშორდეს და ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

ხალხმა უნდა აირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც მას წარმოადგენს. ჩემი ვარაუდით, ასეთი იქნება კოალიციური მთავრობა, რომელიც საქართველოს დააბრუნებს განვითარებისა და ევროპულ გზაზე.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ ვირიშვილებს არ უნდა მივცეთ უფლება სიმართლის გამო დაგვაბულინგონ. ყოჩაღ თეა!” – შალვა...

“Pos TV”-ის დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტა აქვეყნებს,...

“სამართლიანი გასამართლება მოდის და ამას გრძნობს “ნაციონალური მოძრაობის” ყველა ჯალათი!” – თამთა მეგრელიშვილი

საგამოძიებო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასებები და მოლოდინები აქვს...

“რაც თეა წულუკიანმა თავისი კომისიით ხელისუფლებას ავნო, იმდენს მთელი ოპოზიციის პიარი ვერ მოახერხებდა ერთიანად”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილის კონკრეტული შეფასებები თეა წულუკიანთან მიმართებაში,...

“თავიდანვე ვამბობდი, რომ პარტიების გაუქმების საკითხი “მეგობარი აქტის” გადასაფარად იყო შემოგდებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...