spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საჭიროა დაუყოვნებლივი სანქცირება პირადად ბიძინა ივანიშვილზე და მისი...

“საჭიროა დაუყოვნებლივი სანქცირება პირადად ბიძინა ივანიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი საგანგები ბრიფინგზე განცხადებას აკეთებას ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხთან დაკავშირებით:

,,ჩვენ გავუშვით მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტთან, კონგრესთან და სახელმწიფო დეპარტამენტში იმის თაობაზე, რომ სანქცირება, რაც უდიდესი თანადგომაა ქართველი ხალხისათვის, გაგრძელდეს და დაგვირგვინდეს პირადად ბიძინა ივანიშვილით და არა პირველ ეტაპზე, მისი გარემოცვით.

რეჟიმის სათავე უნდა დაინგრეს და მერე ჩამოიშლება ეს დანაშაულებრივი სისტემა. აღნიშნული რომ მოხდეს, საჭიროა დაუყოვნებლივი სანქცირება პირადად ბიძინა ივანიშვილზე და მისი ოჯახის წევრებზე.

მათი ქონება მარტო მოსკოვში არ არის და მოსკოვში რომ იქნებოდა, ალბათ, არავის გვიკვირს, რაიმე სიახლე არ არის. ივანიშვილის, ჩვენგან მოპარული, ქონება განფენილია მთელ მსოფლიოში – კალიფორნიაში, ბრაზილიაში, სამხრეთ კორეაში, ჰონგ-კონგში, სინგაპურში, ნიუ-იორკში, ფლორიდაში, პარიზში, ხმელთაშუა ზღვის საუკეთესო კუნძულებზე, ოფშორებში… ამას ყველაფერს სჭირდება მომენტალური დასანქცირება აშშ-დან, ამის ლოდინი არ შეიძლება. ჩვენ თუ დავტოვებთ პირადი სანქცირების გარეშე არჩევნებამდე რეჟიმის შემოქმედს და დანაშაულებრივი სისტემის ავტორს, ბიძინა ივანიშვილს, მაშინ შედეგები იქნება არც თუ სასიამოვნო”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...