ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქ-ნმა მარგო სიმონიანმა ის "ლოცვები" კონტრაბანდისტი კირილე გუნდიაევის...

“ქ-ნმა მარგო სიმონიანმა ის “ლოცვები” კონტრაბანდისტი კირილე გუნდიაევის სახელზე აღავლინოს” – ზაზა ბიბილაშვილი

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც უკრაინის მხრიდან რუსეთის წინაამღდეგ განხორციელებულ შეტევაზე საუბრობს:

,,ისე, მართლა რა უცნაურია. ყველანი ვლოცულობთ. აქეთ ჩვენ, იქით – ისინი. ვის ლოცვებს შეისმენს ღმერთი?

იმ ხალხისა, ვინც საკუთარ მიწა-წყალს, ოჯახებს და თავისუფლებას იცავს? თუ იმათი, ვინც სხვას ესხმის თავს, უმანკო ბავშვებს ხოცავს და ვისაც სხვისი დამონება სწადია? გაჭირებული ადამიანების თუ მკვლელებისა და აგრესორების?

კი ცდილობს ზოგი კაბიან-პაგონიანი ჩვენს დაბნევას, მაგრამ ქრისტე ტვირთმძიმეთა და მაშვრალთა ღმერთია და არა დამპყრობლების, ოლიგარქებისა და ფარისევლების მფარველი. სიმართლე და სიკეთე აქეთაა. აქეთაა ღმერთიც. იქით მხოლოდ ბოროტებაა.

ასე რომ, ქ-ნმა მარგო სიმონიანმა ის “ლოცვები” კონტრაბანდისტი კირილე გუნდიაევის სახელზე აღავლინოს. წინ დაჯდეს ოღონდ – მალე მივა. ვილოცოთ მისთვისაც, ემანდ ბეჭი არ ამოიგდოს პირჯვრის წერით”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ინფორმაციისთვის: სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრების მიხედვით, კურსკის ოლქში უკრაინულ არმიას რუსული ჯარი წინააღმდეგობას ვერ უწევს და მარცხს განიცდის.

ასევე, Facebook-ის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა მარგარიტა სიმონიანმა, სადაც მომხდარი ფაქტის გამო მოსახლეობას ლოცვისკენ მოუწოდებდა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს!” – ნიკა გვარამია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ გირაო პატიმრობით შეუცვალა....

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ უბრალო ვიზიტებით და მოგზაურობებით

“ოცნება” ყველანაირად ცდილობს ლეგიტიმაციის მოპოვებას, მაგრამ ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...