ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""ვიღვიძებთ იმით, რომ გათენდება ერთი დილა და ყველაფერი...

“ვიღვიძებთ იმით, რომ გათენდება ერთი დილა და ყველაფერი კარგად იქნება” – ნინო ფარსმანაშვილი

საქართველოს მოქალაქე, ემიგრანტი ნინო ფარსმანაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში ემოციურ კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მოუწია სამშობლოს დატოვება და საზღვარგარეთ წასვლა:

,,3 წელი შემისრულდა, რაც ემიგრაციაში ვარ. ემიგრაციაში წამოსვლის მიზეზი იყო ის, რომ არ მაქვს ბინა. ძალიან დავიღალე 3 დღეში 2-ჯერ დავცალე ბინა. ამან უფრო გადამაწყვეტინა წამოვსულიყავი საზღვარგარეთ. სახლი არ მაქვს და ამის გულისთვის წამოვედი. მე დღესაც რომ შემეძლოს სახლი ვიყიდო, ერთი დღე აღარ მინდა აქ გაჩერება. იმდენად ძნელია საქართველოს გარეშე ყოფნა, არ ვიცი…

ბინას როგორც კი ვუყიდი ჩემს შვილებს, აუცილებლად დავბრუნდები. არასოდეს მიფიქრია ჩემი ქვეყნის დატოვება, ვერც კი წარმომედგინა, მაგრამ ამ ვირუსის, ჩაკეტილობის, უმუშევრობის დროს დამემთხვა ამ ბინების დაცლა – 3 დღეში 2 ბინა…

როგორც კი უცხო მიწაზე დადგამ ფეხს, მეორე დღიდანვე გენატრება სამშობლო…

ჩემი ქვეყნისგან ველოდები, რომ უკეთესობა იქნება. იმედით ვცოცხლობთ, იმით, რომ ჩვენი მთავრობა ერთ დღესაც მოეგება ჭკუას ან მოვა ისეთი ხელისუფლება სათავეში, რომელიც იზრუნებს ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხზე. ჩვენ იმედით ვცოცხლობთ და გვაქვს იმის იმედი, რომ ჩვენი თაობა, ჩვენი შვილები იცხოვრებენ ისეთ ქვეყანაში, რომელზეც ვოცნებობთ!

ჩვენი ერთი დღე ემიგრაციაში საშინელებაა! ვიღვიძებთ იმით, რომ გათენდება ერთი დილა და ყველაფერი კარგად იქნება… [ჩვენს ემიგრანტ რესპონდენტს თვალზე ცრემლები მოერია…], ვურეკავთ ჩვენ შვილებს, ვეუბნებით ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეს მონატრების ცრემლები…”, – განაცხადა ნინო ფარსმანაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ივანიშვილმა და ახლა რომ ოპოზიციაში “დაიპრანჭება” იმ ხალხმა, ჩახალიანი პოლიტპატიმრად შერაცხეს” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი, სომხეთში მძიმე ბრალდებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...