კვირა, ივნისი 8, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ზედაბალი რეიტინგის და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს გამოიწვევს...

“ზედაბალი რეიტინგის და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს გამოიწვევს ისეთი ავტორიტეტულ პოლიტიკოსსა და საზოგადო მოღვაწეს, როგორიც ბიძინა ივანიშვილია” – ბექა ოდიშარია სალომე ზურაბიშვილზე

სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევა, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის, ახალი არ არის. მე მას მოვუწოდებდი, რომ კარგად დააკვირდეს ოლიმპიადას და მიხვდება, რომ ზედაბალი წონები არასდროს ერკინებიან ზემაღალ წონებს. ეს ოლიმპიადის თამაშის წესებით აკრძალულია, ანალოგიურად ხდება პოლიტიკაშიც. ზედაბალი რეიტინგის და წონის მქონე პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერც გამოიწვევს და არც შედგება ასეთი ტიპის დებატები ძალიან გავლენიან, ავტორიტეტულ პოლიტიკოსთან და საზოგადო მოღვაწესთან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევის შესახებ განცხადებას გამოეხმაურა.

ბექა ოდიშარიას თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო კარიერა გაუგებარი პოლიტიკური და რელიგიური განცხადებებით დაიწყო.

რაზე უნდა ესაუბროს სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელიც არის მშვიდობის გარანტი, რომელსაც აქვს მართლაც უდიდესი ნდობა, როგორც მხარდამჭერებში, ისე ზოგადად ქართულ საზოგადოებაში. განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან, რომელმაც საპრეზიდენტო კარიერა დაიწყო გაუგებარი განცხადებებით რელიგიური მიმართულებით და განცხადებით, რომ საქართველომ დაიწყო ომი რუსეთთან“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...

“ამ გარიგების შემოქმედები, ბიძინას და რუსების ყურმოჭრილი მონები, ქოცები არიან” – დავით ქაცარავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს "ანტისაოკუპაციო მოძრაობა...

“მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე” – რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ს ელჩი რობინ დანიგანის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "მას შემდეგ...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“გამარჯვება შესაძლებელია, მაგრამ არა დაყოფით და მტრის წესებით, არამედ  ერთობით და ჩვენი წესებით” –...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დაწყებულ დისკუსიასთან მიმართებაში პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...