კვირა, ივნისი 8, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოქმედებათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ...

“მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოქმედებათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი და მის დავალებას ზედმიწევნით ასრულებს ივანიშვილი” – სოფო ჯაფარიძე

მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული მოქმედებათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი და მის დავალებას ზედმიწევნით ასრულებს ივანიშვილი. ივანიშვილს ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის და ზუსტად იცის, რომ მისი თავისუფლება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ვივამედთან ბრიფინგი გამართა:

მოგეხსენებათ, 2024 წლის 2 აგვისტოს ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე ახლად დანიშნულმა ე.წ.-მა მოსამართლემ, მიხეილ ჯინჯოლიამ სრულიად დაუსაბუთებლად და სრულიად უკანონოდ მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. მან თქვა, რომ თითქოს მოწმეებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობს, რაც არის სრული აბსურდი.

მიხეილ სააკაშვილს არა თუ მოწმეებთან კომუნიკაციის, არამედ სატელეფონო ზარების განხორციელების და მასთან დეპუტატების შესვლის უფლებაც კი წართმეული აქვს. ეს არის სრულიად უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთხელ პატიმრობამისჯილ ადამიანს მეორეჯერ შეეფარდოს პატიმრობა. დღესდღეობით ასეთი საქმე მეორე ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

სწორედ ამ დროს, სრულიად გაუგებარი მიზეზით, მიხეილ სააკაშვილს უცვლიან პალატას, რაც ცხადია აჩენს დამატებით კითხვებს. მოვლენათა ქრონოლოგია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთი და ივანიშვილი ასრულებს სწორედ რუსეთის დაკვეთას და დავალებას.

თუ კი ვინმესი და თუ კი რამის ეშინია დღეს „ქართულ ოცნებას“, ეს არის თავისუფალი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მაგალითია იმისა თუ რის მიღწევა შეუძლია საქართველოს მაშინ, როდესაც ერთიანდება. ზუსტად იციან მათ, რომ როდესაც ქვეყანა იყო ყველაზე მძიმე და უიმედო მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანაში იყო წარმოუდგენელი კორუფცია, კრიმინალი, სიღარიბე, მიხეილ სააკაშვილმა შეძლო გაეერთიანებინა ხალხი და საქართველო რეგიონის ლიდერი გაეხადა.

სწორედ ამას ვერ პატიობს „ქართული ოცნება“ მიხეილ სააკაშვილს. მათ ზუსტად იციან, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება ნიშნავს ბევრ ინვესტიციას საქართველოში, ნიშნავს ბევრ სამუშაო ადგილს, მაღალ ხელფასებს, დაბალ ფასებს და ყველაზე მნიშვნელოვანი – ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ განვითარებას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

“ვულოცავ მთელი ქვეყნისთვის საამაყო ფეხბურთელს ამ დიდ მიღწევას, რომელიც მისი ნიჭით, შრომითა და თავდადებით,...

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი "პსჟ"-ს საფეხბურთო გუნდთან...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...