ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიდი ეპიდემიის ასაცილებლად! თუ...

“ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიდი ეპიდემიის ასაცილებლად! თუ მეთანხმებით, გაავრცელეთ!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისი ვიდეომიმართვით კორონავირუსის საქართველოში შესაძლო გავრცელების საფრთხეებზე საუბრობს. სააკაშვილი კატეგორიულად მოითხოვს ხელისუფლებისგან ირანთან ავიამიმოსვლის შეჩერებას და ირანიდან იქაური მოქალაქეების შემოსვლის აკრძალვას.

ახლა არ დამიწყოთ, ძალიან გთხოვთ, სააკაშვილი ქსენოფობი და ათასგვარი სისულელეები, იმიტომ რომ ეს ეხება თითოეულ ჩვენგანს.

ჩემი შვილი თბილისში ცხოვრობს, თქვენი შვილები ცხოვრობენ, თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და კორონავირუსი, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, რა თქმა უნდა, საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, უკვე პრაქტიკულად მომდგარია საქართველოს კარებს, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად გავრცელდა ირანში და ბოლო მონაცემებით 5 ადამიანი არის დაღუპული, ბევრად მეტი დაავადებულია.

ირანთან ჩვენ გვაქვს აქტიური ავიამიმოსვლა. ირანის უამრავი მოქალაქე ჩამოდის საქართველოში, ჩვენებიც ბევრს დადიან ირანში, ამიტომ, რაც უნდა გაკეთდეს და რაც უნდა მოვთხოვოთ ამ ვაი მთავრობას, საქართველოს დამაქცევარ მთავრობას, ეს ირანთან ავიამიმოსვლის დაუყოვნებლივი შეჩერებაა და საქართველოში ირანის მოქალაქეების შემოსვლის დროებით აკრძალვაა, ხოლო ირანიდან შემოსული ჩვენი მოქალაქეების სრულფასოვანი შემოწმება.

ასე იქცევა ამერიკა, ასე იქცევა ჩვენთვის ბოლომდე არმოსაწონებელი რუსეთი, მაგრამ თავისთვის სწორად იქცევა. ასე იქცევა აზიის ბევრი ქვეყანა და ჩვენ ვითომ რა წითელი კოჭი ვართ და რატომ უნდა მოვიქცეთ სხვანაირად?!

გავაკეთოთ ის, რაც სწორია და რაც გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიდეომიმართვისთვის წამძღვარებული ტექსტით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მოსალოდნელი საფრთხებების შესახებ მოსაზრებას კიდევ უფრო აკონკრეტებს:

მალე მოდის სპარსული ახალი წელი, ნოვრუზი და ტრადიციისამებრ მინიმუმ 40-50 ათასი ირანელი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ამ ახალი ვირუსის
სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით ირანში, ამის დაშვება კატეგორიულად გამორიცხულია.

მთავრობამ უნდა დაკეტოს ირანიდან ავიამიმოსვლა და ირანის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში.

ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დიდი ეპიდემიის ასაცილებლად! თუ მეთანხმებით, გაავრცელეთ!” – ფეისბუქის პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილი.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

“დღეს პოლიციელები ხალხისთვის არიან ყველაზე საძულველი ჯგუფი თუ დაჯგუფება” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელებთან დაკავშირებით მძიმე შეფასებებს აკეთებს: "დღეს პოლიციელები...

ცესკო: “ევროპარლამენტის მორიგი განცხადება უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს”

ცესკო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...