შაბათი, ივნისი 7, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილი იქნება ადამიანი, რომელიც აუცილებლად შეძლებს, როგორც...

“მიხეილ სააკაშვილი იქნება ადამიანი, რომელიც აუცილებლად შეძლებს, როგორც ეს შეძლო 2003 წელს, კიდევ ერთხელ გააერთიანოს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ ამოიყვანოს ქვეყანა ჭაობიდან” – სოფო ჯაფარიძე

ე.წ. მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასატურებს იმას, თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“, კონკრეტულად კი ივანიშვილს, თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

2024 წლის 2 აგვისტოს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად თუ კი რამის ეშინია, ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის. მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ზუსტად იცის, როგორც კი იქნება თავისუფალი და იქნება გარეთ ქართველ ხალხთან, ის იქნება ადამიანი, რომელიც აუცილებლად შეძლებს, როგორც ეს შეძლო 2003 წელს, კიდევ ერთხელ გააერთიანოს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ ამოიყვანოს ქვეყანა ჭაობიდან. კიდევ ერთხელ დაასრულოს ეს სიღარიბე, უმუშევრობა, მაღალი ფასები და კიდევ ერთხელ შექმნას ისეთი სახელმწიფო, როგორსაც იმსახურებს ქართველი ხალხი.

ჩვენ ვნახეთ ორი დღის წინ, როდესაც ე.წ.-მა ახლადდანიშნულმა მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ უკვე პატიმრობა მისჯილ მიხეილ სააკაშვილს როგორ მიუსაჯა ხელახლა წინასწარი პატიმრობა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულად ივანიშვილს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის.

ვერ დაგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ ვივლით წინ. მიხეილ სააკაშვილი 26 ოქტომბრის შემდეგ იქნება თავისუფალი და აუცილებლად ერთად ავაშენებთ დამოუკიდებელ, ევროპულ და დემოკრატიულ საქართველოს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...