შაბათი, ივნისი 7, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არ გვინდა დისფუნქციურ ბალასტთან დაგავარნიაკი და ვიღაც სუტენორების...

“არ გვინდა დისფუნქციურ ბალასტთან დაგავარნიაკი და ვიღაც სუტენორების მამის პარტიები” – თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილის უმძიმესი შეფასებები და განმარტებები პარტია “ევროპული საქართველოს” დატოვების შემდეგ:

მხარდამჭერები გვეკითხებიან, ისინი რატომ არ “გაყარეთ”, თქვენ რატომ წამოხვედითო.

1. პირველ რიგში იმიტომ რომ სადაც წესებს არ იცავენ და სიტყვას ფასი არ აქვს, იქ უწესო ბრძოლა იმართება და უწესობა ჩვენც დაგვაზიანებს – პრაიმერიზის დროს გამოვლენილი სამარცხვინო საქციელის შემდეგ, კიდევ ერთი ზომბი აპოკალიფსი გვეზარებოდა და დამაზიანებლად ვთვლიდით არჩევნებამდე 2.5 თვით ადრე;

2. ასევე იმიტომ, რომ იმათ “გასაყრელად” ვისთანაც გარიგებაში უნდა შევსულიყავით, ისიც დისფუნქციური ბალასტია და ვერც იმას ვაკადრებთ ჩვენს ამომრჩეველს;

3. ასევე – რომც მოგვეგო, ის ორი უწესო და დისფუნქციური დინოზავრი სიაში დაგვრჩებოდნენ განგრენასავით (ჩვენ ხომ წესებს არ დავარღვევდით და სიას არ შევეხებოდით) და აღარც ერთი წამის, აღარცერთი კაპიკის დახარჯვა აღარ გვინდოდა მათზე – ვერ ავიღებდით ამ რეტროგრადულ სიმახინჯეზე პასუხისმგებლობას, მას მერე რაც პარტიაში მოაწყვეს, ეს პარტიის ახალგაზრდების სინდისზე ძალადობა იქნებოდა – მათ უნდა ემუშავათ ამ ორი დისფუნქციური გამყალბებლის კამპანიაზე;

4. სუფთა ფურცლიდან გვინდა – არ გვინდა დისფუნქციურ ბალასტთან დაგავარნიაკი და ვიღაც სუტენორების მამის პარტიები. (ასეთი დაგავარნიაკის შედეგია რაც მოხდა – “ბიჭებთან ტეხავს, ჩვენთან დარჩნენ” – მაფიოზურ/ტრაიბალისტური სიმყრალე)“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის: “ევროპულ საქართველოში” მომხდარი დაპირისპირებისა და განხეთქილების შემდეგ პარტია დატოვეს გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა ნიშნავს წინააღმდეგობის კაპიტულაციას და რეჟიმის ნორმალიზაციას” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ ჩერგოლეიშვილი...

“აი, ამ სიგიჟეს ირაკლი კობახიძე ლამის ყველა თავის ინტერვიუში იმეორებს და უთქვამს პოლიციის დღეზე”...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის პოზიციას - "ძალზე მასშტაბული ძალადობის...

“ჩვენი ამოცანა ერთია, წინააღმდეგობა ყველა ფრონტზე, რომ ერთად დავამარცხოთ ზიანის არქიტექტორი და გადავარჩინოთ თავისუფალი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“დღესაც ასეა, ქოცების ბოროტება არაა გასაკვირი, ივანიშვილის ბუნება ასეთია – ხარბი, იმორალური, ბოროტი” –...

ისტორიული ფაქტების მოშველიებით კონკრეტულ შეფასებებს და შედარებებს აკეთებს ოპოზიციონერი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...