ორშაბათი, ივლისი 7, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთი წლის თავზე ვიცით კი როგორ გადიან ამქვეყნიურ...

“ერთი წლის თავზე ვიცით კი როგორ გადიან ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს დაღუპულთა ოჯახის წევრები?” – ლელა ჯეჯელავა შოვის ტრაგედიის წლისთავთან დაკავშირებით

“ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, შოვის ტრაგედიიდ წლისთავს ემოციური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება:

შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გახსოვდეთ, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ეს უმძიმესი ტესტი ვერ ჩავაბარეთ. ჭირსა შიგან გამაგრება გვჭირდება და არა დამუნჯება.

ერთი წლის თავზე ვიცით კი როგორ გადიან ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს დაღუპულთა ოჯახის წევრები? აღარც თოჯინა ვიცით სად არის და აღარც ცოლის და სამი შვილის დამკარგავი მამა ხო?! აღარც ის მოგვიკითხვს სტიქიისა და “ღვთის რისხვის” გარდა ვინმეს პასუხისმგებლობა იყო თუ არა ამ უმძიმეს ტრაგედიაში. ან რაში გვჭირდებოდა?

იმაზე ადვილი რა არის ღმერთს და მის რისხვას გადააბარო ყველაფერი. ძალაუფლებაში მყოფი კაცისთვის არის ძნელი პასუხის მოთხოვნა, თორემ “ღმერთო, რატომო?” – კითხვას წინ რა უდგას?

გულგრილობა ჰქვია ამას ყველაფერს, მეგობრებო და ახლა გინდა გეწყინოთ და გინდა – არა!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლელა ჯეჯელავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“მე თუ მკითხავ, ეს კანონი ხელახლა არის დასაწერი” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ" კანონში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თათიას ერთი არ დაუწუწუნია…”

,,ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...