შაბათი, ივნისი 7, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რა გეშველებათ ყველას ერთად და ცალ-ცალკე?" - თეა...

“რა გეშველებათ ყველას ერთად და ცალ-ცალკე?” – თეა წულუკიანი ოპოზიციასა და “ევროპულ საქართველოსში” მიმდინარე პროცესებზე

საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი პარტია “ევროპულ საქართველოში” მიმდინარე პროცესებს ირონიანარევი შეფასებებით ეხმაურება:

ბობოხიძეს ხანდახან საუბრის რომელიღაც ნაწილში, და წელიწადში ერთხელ მაინც, ეტყობა, რომ ხალხსა და პოლიტიკას შორის კავშირს ხვდება. ნუ, ცარიელი ინსტინქტით, მაგრამ ხომ ხვდება?! ზოგი მაგასაც რომ ვერ ახერხებთ, ამაშია საქმე. რა გეშველებათ ყველას ერთად და ცალ-ცალკე?

ომი დავიწყოთ, ესაა საამაყოო და ჩვენ სიკვდილი სახელოვანი გვწყურიაო (თქვენ არ მოუკვდით დედათქვენს, რაც საქართველოსთვის სიკვდილს თქვენ არ აპირებდეთ!).

ახლა, გავიდა ცოტა დრო და სრულიად უავტორიტეტოებმა გაიარ-გამოიარეს ხალხში (რაკი არჩევნები მოდის, სმენიათ, რომ ამ დროს ასეა საჭირო) და გაუკვირდათ, რომ ქვეყნის განადგურება თურმე ხალხს მართლაც არ სურს. ოჰო! არ დაახანეს და შეცვალეს “მესაჟი”: ჯანდაბას, გაყიდოს მეღვინემ ღვინო რუსეთშიო და ჯანდაბას, აღარ მოვიკლავთ თავს საამაყოდ ბომბების ქვეშო. ოღონდ, პოზიციის ასეთი ცვლილება რომ პოლიტიკაში ისჯება, ამის მიხვედრას ვერც გვარამიას ვიქტორინობანასა და ბინძურ სცენარისტობაში ნავარჯიშევი ტვინი და ვერც ბობოხიძის ინსტინქტი ვერ ახერხებს.

კიდევ გამოხდა ხანი და გვაცნობეს, ვერ ვერთიანდებითო. პირიქით, ცალ-ცალკე ვართო და კიდევ უფრო მეტადაც ვიშლებითო. და ა.შ.

მე პირადად უკვე აღარ/ვეღარ ვარკვევ, რომელი ნაცი ვის გამოეყო და ვის გაუერთიანდა, ვის ახალი ჰქვია, ვის გირჩი და ვის კიდევ მოედანი. ეს იყო და არის ერთი გარყვნილი და მარცხს მიჩვეული პოლიტიკური ჯგუფი. ორჯერ აუღებს ვიღაცა ინტერვიუს და ის ინტერვიუ ჰგონიათ არჩევნებში გამარჯვება, რადგან თავი ნახეს ტელევიზორში.
საცოდაობაა.

როდემდე შეიძლება ასე რინგზე მარტო ყოფნა, აღარ ვიცი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თეა წულუკიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყულფი(მარყუჟი) კოლექტიური ნაცების კისერთან ვიწროვდება და ახლოვდება საბოლოო განკითხვის დღე” – ლალი მოროშკინა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებს ეხმაურება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

“ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ქოცებო. რუსეთს სტრატეგიული ავიაცია აღარ ჰყავს😊” – ნიკოლოზ ვაშაკიძე

უკრაინული მხარის მიერ რუსულ ავიაბაზებზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად...

“როდესაც ხარ აგენტი, შენ არ ეკუთვნი არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც ქვეყანას”...

„ხომ ჰქონდათ ის პრინციპული პოზიცია, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“ზარქუა, როგორ ჩანს, თავისი შიშის ამბავს ყვებოდა” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი "ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას...