პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 აგვისტოს პერიოდისთვის

2 აგვისტოს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 3 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში.

ივლისში ლარის კურსის მეტნაკლები დასტაბილურებისა და გამყარების პერიოდი გამოიკვეთა, თუმცა თვის ბოლოსკენ სახეზე იყო გარკვეული რყევები და გაუფასურების ნიშნებიც, რყევები გასულ კვირაშიც გაგრძელდა, თუმცაღა აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში გამოიკვეთა გამყარების ნიშნებიც. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

30 ივლისი – 2.7148;
31 ივლისი – 2.7214;
1 აგვისტო – 2.7147;
2 აგვისტო – 2.7133.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0058 ლარით და 1 აშშ დოლარი 3 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 2.7075 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

30 ივლისი – 2.9426;
31 ივლისი – 2.9481;
1 აგვისტო – 2.9403;
2 აგვისტო – 2.9271.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურდა, 0.0021 ლარით და 3 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9292 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 3 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4491 ლარი (გამყარდა 0.0182 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0816 ლარი (გამყარდა 0.0003 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6563 (გამყარდა 0.0028 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5920 ლარი (გამყარდა  0.0048 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.9826 ლარი (გამყარდა  0.0149 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1117 ლარი (გაუფასურდა 0.0186 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7584 ლარი (გაუფასურდა 0.0144 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2328 ლარი (გამყარდა  0.0078 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.1033 ლარი (გამყარდა 0.0486 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.8197 ლარი (გაუფასურდა 0.0116 ლარით).

რუბლთან მიმართებაშიც ანალოგიური სიტუაცია იყო, თუმცა ბოლო დღეებში დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

30 ივლისი – 3.1349;
31 ივლისი – 3.1536;
1 აგვისტო – 3.1515;
2 აგვისტო – 3.1624.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0055 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 3 აგვისტოდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1569 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული