კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილი იქცეოდა, როგორც პატენტი დიქტატორი, ყოველ შემთხვევაში...

“ბიძინა ივანიშვილი იქცეოდა, როგორც პატენტი დიქტატორი, ყოველ შემთხვევაში მე ეს შთაბეჭდილებები დამიტოვა”- იგორ ნარმანია

,,ერთიანობის” წევრი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, იგორ ნარმანია სააგენტო ,,პარალელთან” გადაცემაში ,,ახალგაზრდები პარალელზე” საუბრობს ,,ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის შესახებ:

  • მინდა შევეხო, ,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო კამპანიას, რომელიც გაიხსნა და მოსალოდნელია მძიმე საარჩევნო პროცესი. როგორ ფიქრობთ რა ძირითადი პრობლემები შეიძლება წარმოიშვას საარჩევნო კამპანიის დროს?

– ჩვენ ვიცით, რომ რუსული ოცნების მმართველობა არის ბინძური, რუსული და ამ მეთოდებს ვაწყდებით ყოველდღიურად.

თქვენ იცით, რომ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები ამ დღეებში დაიბარეს სასამართლო გამოკითხვაზე, რაღაც აბსურდული ბრალდებებით.

ასევე ბრალდებები არის ჩვენს მიმართაც წარდგენილი და ჩვენს მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის, ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციიდან: ტიტე გედენიძეს, ბექა პაპაშვილს, ცოტნე აბესაძეს აქციებთან დაკავშირებით იბარებენ გამოკითხვებზე.

რუსული ოცნების კამპანია იქნება, რა თქმა უნდა, სტანდარტულად ბინძური კამპანია. თუმცა აქ არავის არ ეშინია მათ მიერ ჩატარებული კამპანიის, მათ მიერ წარმოებული რუსული კამპანიის, რის ფარგლებშიც შეიძლება ვიღაცებს დაუპირონ ხელების გადაგრეხვა ან ციხეებში ჩასმა.

თუმცა რუსულ ოცნებას არ უშველის რაღაც ახალი ოფისების და ახალი საარჩევნო შტაბების გახსნა. იმიტომ, რომ ეს არ არის ის რეალობა, რაც აწუხებს ქართველ ხალხს. იქ ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, სადაც 2012 წელში ეგონა თავი და ისევ ,,ნაციონალური მოძრაობის” დასჯაზე საუბრობდა, რაც რა თქმა უნდა, სასაცილოა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და იქცეოდა, როგორც პატენტი დიქტატორი ყოველ შემთხვევაში მე ეს შთაბეჭდილებები დამიტოვა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...

“რა ვიცი კაცო, ყველას ესენი როგორ ებრიქებიან…” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, გერმანიის ელჩის მიმართ, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...