კვირა, ივნისი 1, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არის თუ არა ეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანტიეროვნული ნაბიჯი?"...

“არის თუ არა ეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანტიეროვნული ნაბიჯი?” – გიორგი ვაშაძე კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს

ირაკლი კობახიხე, მინდა პირადად მოგმართო. თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის. რუსული კანონი სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს“, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს. მისი თქმით ირაკლი კობახიძის ქმედება ანტიქართულია:

ირაკლი კობახიხე, მინდა პირადად მოგმართო. თქვენი და თქვენი მთავრობის მოქმედებიდან გამომდინარე 95 მლნ დოლარი დაიბლოკა საქართველოსთვის.
რუსული კანონი სულ უფრო და უფრო ძვირი უჯდება ჩვენს სახელმწიფოს.

ერთი დღის მანძილზე თქვენ ერთი ხელით დაბლოკეთ 95 მლნ დოლარი და მეორე ხელი კი ჩამოართვით “ჰესბოლას” და “ჰამასის” ლიდერებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რომლებიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ცნობენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.

მე კითხვას გისვამ ირაკლი, აპირებ თუ არა, რომ ამ ყველაფრის გამო ბოდიში მოუხადო ქართველ ხალხს?

ერთი ხელით დაბლოკე 95 მილიონი დოლარი, მეორე ხელი ჩამოართვი საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის არამღიარებელ ორ კონკრეტულ ორგანიზაციის “ჰესბოლას” და “ჰამასის” ლიდერს, რომლებიც აღიარებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებად.

არის თუ არა ეს ანტიქართული ქმედება და აპირებ თუ არა, ბოდიში მოუხადო ამის გამო ქართველ ხალხს?

კიდევ რამდენი უნდა დაუჯდეს საქართველოს რუსული კანონის მიღება.
კიდევ რამდენად უნდა გაღარიბდეს ქართველი ხალხი, თქვენი ამ ანტიქართული ქმედების გამო?!

95 მილიონი დოლარით მაგალითად 10%-ით შეიძლებოდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდა. ან შეძლებოდა საპენსიო სესხების ჩამოწერა ყველა პენსიონერისთვის.

არის თუ არა ზიანი ჩვენთვის?
და ეს გზა ხომ საქართველოს გაკოტრების, გაბანკროტებისკენ მიჰყავს.
აპირებ თუ არა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბოდიში მოუხადო ქართველს ხალხს, რომ თქვენ ხელი ჩამოართვით იმ ადამიანებს, რომლებიც არ ცნიბენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას?

არის თუ არა ეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ანტიეროვნული ნაბიჯი?“ – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ღირსების და სამართლიანობის დაპირებით მოიპოვა მხარდაჭერა და ამის შემდეგ იძულებული...

პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ, პოლიტიკური ორგანიზაციის ყრილობაზე...

“სრული პასუხისმგებლობა დარჩა ირაკლი კობახიძეს. მარტო მოუწევს დიფ სფეიტთან ბრძოლა” – ელისო კილაძე

შს მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის წასვლას, კონკრეტული მოსაზრებებით, ეხმაურება...

“ეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შიდა რყევების და კრიზისის ნიშანია” – პაატა მანჯგალაძე “ქართული ოცნების”...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნების" ხელისუფლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა რომ შენს გამო ახალგაზრდა ქალს ციხეში უშვებენ, რანაირად უნდა იცხოვრო ადამიანმა” – თაკო...

დეპუტატ მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სასამართლომ 12-12 დღიანი პატიმრობა...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ჩემზე არ იდარდოთ, ბეტონის იატაკზეც გავძლებ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"გირჩი - მეტი თავისუფლება" სოციალურ ქსელში ავრცელებს მათი ლიდერის,...

“ბოლო სერიაში კობახიძე ტიტლიკანა დარბის ქუჩაში და ბუტბუტებს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ირონიული მინიშნებით, თავის...