ორშაბათი, ივლისი 7, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ...

“თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ დადგეს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის მხარეს, ამ შანსს გამოიყენებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს და მაინც გააუქმებს საკუთარი არჩევანით რუსულ კანონს” – თინა ბოკუჩავა

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია გავერთიანდეთ, რათა გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი, რომ შევეწინააღმდეგოთ რუსულ კანონს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ დადგეს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის მხარეს, ამ შანსს გამოიყენებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საკონსტიტუციო სასამართლოში რუსულ კანონზე სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით

გარდა იმისა, რომ რუსული კანონი არღვევს არაერთ საერთაშორისო ნორმას და სტანდარტს, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და კერძოდ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ავალდებულებს ყველა სახელისუფლებო შტოს და ინსტიტუციას, რომ ყველაფერი გააკეთოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც რუსული კანონის მიღებით ივანიშვილის პარტიამ გზა ჩაუხერგა ჩვენს ქვეყანას ევროკავშირისკენ.

სიმართლე გითხრათ, არ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური დაკვეთით, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია მათ შორის იმპიჩმენტის საკითხში პრეზიდენტი ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ოპოზიცია გავერთიანდეთ იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური ბერკეტი, რათა შევეწინააღმდეგოთ რუსულ კანონს. თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გამოიყენებს ამ შანსს, რომ დადგეს კონსტიტუციის და ქართველი ხალხის მხარეს, ამ შანსს გამოიყენებს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს და მაინც გააუქმებს საკუთარი არჩევანით რუსულ კანონს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“ჩვენ ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დააკნინოს საქართველოში პოლიცია” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე, ქვეყანაში პოლიციის, ძალოვანი სტრუქტურების როლს...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“რუსული რეჟიმი დაემხობა და ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვინც ამ რეჟიმს ემსახურება!” – ნინო...

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მწვავე შეფასებებს აძლევს ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური...

“ასე როგორ დაბეჩავდით, ვანო ნადირაძეს საპატიო ყარაული რომ არ დაახვედრეთ?!” – ელისო კილაძე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრისთვის საპატიო ყარაულის დახვედრაზე უარის გამო...

“ასეთი უტიფარი სიტყვა, თვით ქოცური პროკურატურისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...