პარასკევი, მაისი 9, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 27-29 ივლისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 27-29 ივლისის პერიოდისთვის

26 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 27 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივლისში ლარის კურსის მეტნაკლები დასტაბილურებისა და გამყარების პერიოდი გამოიკვეთა, თუმცა ბოლო კვირაში სახეზე იყო გარკვეული რყევები და გაუფასურების ნიშნებიც. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

23 ივლისი – 2.7104;
24 ივლისი – 2.7242;
25 ივლისი – 2.7160;
26 ივლისი – 2.7253.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0073 ლარით და 1 აშშ დოლარი 27 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7087 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა კურსის რყევებთან ერთად 3 ლარის ნიშნულსაც სტაბილურად ჩასცდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

23 ივლისი – 2.9516;
24 ივლისი – 2.9579;
25 ივლისი – 2.9446;
26 ივლისი – 2.9469.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0063 ლარით და 27 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9406 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში გამყარდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4864 ლარი (გამყარდა 0.0115 ლარით);
1 თურქული ლირა –0.0820 ლარი (გამყარდა  0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6593 (გაუფასურდა 0.0003 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5927 ლარი (გამყარდა  0.0037 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.9543 ლარი (გამყარდა  0.0522 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0659 ლარი (გამყარდა  0.0254 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7354 ლარი (გამყარდა  0.0282 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2351 ლარი (გამყარდა  0.0096 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.3976 ლარი (გამყარდა 0.0404 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7539 ლარი (გამყარდა 0.0297 ლარით).

რუბლთან მიმართებაშიც ანალოგიური სიტუაცია იყო, თუმცა ბოლო დღეებში გაუფასურების ნიშნები გამოიკვეთა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

23 ივლისი – 3.0889;
24 ივლისი – 3.1313;
25 ივლისი – 3.1313;
26 ივლისი – 3.1975.

ლარი ბოლო ვაჭრობაზე გამყარდა, 0.0341 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 27 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1634 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 3-5 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...