სამშაბათი, ივლისი 15, 2025
34.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ...

“ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ რუსეთს საქართველოში და ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე დავაყენებთ” – სოფო ჯაფარიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აირჩიეს. სიტყვით გამოსვლისას სოფო ჯაფარიძემ ოქტომბერში ჩასატარებელი არჩევნების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის. ალბათ, ყველა კარგად ვაცნობიერებთ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის ზუსტად სამი თვე ელოდება ჩვენს ქვეყანას.

ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე.

ალბათ, ყველას გაგიჩნდებათ კითხვა თუ რა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს ქართველი ხალხი და ეს ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით, ამის საფუძველს მაძლევს თქვენი შემართება, თქვენი ენთუზიაზმი და ის საოცარი მუხტი, რაც დღეს ქართველ ხალხშია. ის მუხტი, რომელიც მე მჯერა, რომ კიდევ და კიდევ უფრო მზარდი იქნება და აუცილებლად 26 ოქტომბერს ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ რუსულ რეჟიმს.

ძალიან კარგად გვახსოვს თუ რა ხდებოდა რამდენიმე თვის წინ თბილისის ქუჩებში – თბილისელებით სავსე იყო თბილისის ქუჩები, მოედნები. ასიათასობით თბილისელი იბრძოდა ერთისთვის და მათი მიზანი იყო ერთი – არა რუსულ კანონს! მაგრამ ამ ასიათასობით თბილისელის მიზანი ჯერ მიღწეული არ არის და დიახ, ჩვენ ყველა ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ 26 ოქტომბერს, როდესაც ვეტყვით რუსულ რეჟიმს არას და ყველა ერთად ვიტყვით, რომ დიახ, ჩვენი ადგილი არის ევროპაში. ამისთვის საჭირო და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა.

დიახ, ეს სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს საქართველოს გამარჯვების წინაპირობას, ის ერთიანობის სულისკვეთება, რომლითაც გამსჭვალული იყო გაზაფხულზე აქციების დროს ჩვენი ქვეყანა, სწორედ ამ სულისკვეთებით, ერთიანობით, როდესაც ჩვენ ვხედავდით ერთიანი იყო მთელი საქართველო, ერთად იდგა განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ასაკის, პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანები, ისინი გვერდით ედგნენ, ამხნევებდნენ ერთმანეთს, აძლიერებდნენ და საფრთხის შემთხვევაში ეფარებოდნენ ერთმანეთს, სწორედ ამ სულისკვეთებით, ამ ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ რუსეთს საქართველოში და ჩვენს ქვეყანას ევროპულ გზაზე დავაყენებთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “გამარჯვების გზა მარტივია, უკომპრომისობა ქოცებთან – კომპრომისი ერთმანეთთან”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მმართველი გუნდის მიმართ საერთო...

პაატა მანჯგალაძე: “პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოში რეპრესიების იარაღად იქცა”

საქართველოში ბოლო დროს მომხდარ კონკრეტულ მძიმე ფაქტებს მწვავე შეფასებებით...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...