საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე Facebook-ის პირად გვერდზე კრიტიკულ სტატუსს აქვეყნებს ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებებსა თუ ქმედებებთან დაკავშირებით:
,,2 წლის წინ, რუსთაველზე მიტინგი ჩაატარეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გაეხადათ უკრაინა-რუსეთის ომში ჩართულიყო. მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა, ზელენსკი პარლამენტის წინ შეკრებილ ოპოზიციას პირდაპირი ჩართვით მიმართავდა, თუ როგორ უნდა მოეხდინა საქართველოს ომით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება (გირჩი-ჯაფარას ხელისუფლებაში მოსასვლელად მოიცლიდა ზელენსკი ხომ? გეგმა – საქართველოს ომში ჩართვა იყო).
ლომჯარია ბომბების ცვენას ნატრობდა და ოპოლიდერები უკრაინისთვის სამხედრო დახმარებებს თხოვდა მთავრობას! საახალწლო ნაძვის ხეც გააპროტესტეს და სლოგანი რატომ გაქვთ “მშვიდობით სავსე ქალაქი”-ო!
ახლა ესენი ლაყბობენ მშვიდობაზე? თვალი დავხუჭოთ რომ უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილის, ნაცრეჟიმის წარმომადგენლები მუშაობენ? უკრაინის რიგი ჩინოვნიკების ლობირებით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაჟღერებული ოპოზიციის მხარდამჭერი განცხადებები არ შევიმჩნიოთ? ტერორისტული აქტის მოწყობაც დავაიგნოროთ? ხალხს ვეღარ მოატყუებთ!
სრულიად ქართული ოპოზიცია ვალშია უკრაინელი პოლიტიკოსების წინაშე და ვალს გასტუმრება უნდა! ფასი საქართველოს ომში ჩათრევაა, რაც უკვე ყველამ იცის!
ერისკაცის, ბატონი ბიძინას ოჯახის კუთვნილი 2 მილიარდი დოლარი რატომ გაყინეს? მაშინ არც გამჭვირვალობის კანონი იყო მიღებული და არც სხვა გასაჯაროებულ მოთხოვნაზე უარი არ გვითქვამს! 9 პუნქტიანი და შარლ მიშელის გეგმაც შევასრულეთ! საბაბი არ ჰქონდათ, რომ თანხა გაეყინათ, გარდა ერთისა, ერისკაცმა საქართველოს ომში ჩართვაზე განაცხადა უარი!
26 ოქტომბერს ქართველი ხალხი და ,,ქართული ოცნება”, მყისიერად გაუხანგძლივებს საქართველოს მშვიდობას❗️4️⃣1️⃣🇬🇪👊🏻‼️”, – წერს დიტო სამხარაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე