,,გუშინ, ჩვენ მოვისმინეთ ,,ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადება, სადაც ისინი ამბობენ, რომ არ გახსნიან საარჩევნო უბნებს იმ ქალაქებში, სადაც ჩვენი ემიგრანტები დღე და ღამის განმავლობაში შრომობენ, იმისათვის რომ ფინანსურად უზრუნველყონ, მათი შვილები, მათი პენსიონერი მშობლები, მათი ოჯახის წევრები.
ეს არ იყო განცხადება, ეს იყო წინასწარ გამოცხადებული მარცხი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ეს იყო აღიარებული შიში და აღიარება იმისა, თუ როგორ ეშინია ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ემიგრანტების, რომელთა უმრავლესობა გააკეთებს ევროპულ არჩევანს.
ძალიან, მნიშვნელოვანია იცოდეთ ჩვენო ემიგრანტებო, რომ თქვენი ხმა, თქვენი არჩევანი 26 ოქტომბერს, იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის. გპირდებით ერთს, ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები და ასევე იმასაც გპირდებით, რომ არგახსნის შემთხვევაში ,,ემგიდი” ყველაფერს გააკეთებს, რომ არცერთი ემიგრანტის ხმა არ დაიკარგოს. ყველამ შეძლოთ, საარჩევნო უბნებთან მისვლა და თქვენი ხმის დაფისქირება.
მეგობრებო ვართ თქვენ გვერდით და იცოდეთ 26 ოქტომბერს, ჩვენ ყველა ერთად, აუცილებლად გავაკეთებთ ევროპულ არჩევანს.
მე ერთი მინდა მივმართო ,,ქართული ოცნების”, არ ვიცი გუშინდელი განცხადებით რისი მიღწევა გინდოდათ, მაგრამ მიაღწიეთ ერთს, რომ კიდევ უფრო დიდი აქტივობა, კიდევ უფრო დიდი შემართება მიეცით ემიგრანტებს და ეს ჩანს თქვენი განცხადების პირველივე წუთიდან“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი