ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ,,ქართული ოცნების“ რიტორიკას ეხმაურება ე.წ. გლობალური ომის პარტიასთან დაკავშირებით და ირონიულ შეფასება-მინიშნებებს აკეთებს მმართველ პარტიასთან მიმართებაში:
,,მსოფლიოში გლობალური ომის პარტიის მისამართი ვერავინ ვერ იპოვა, მაგრამ ლოკალური ქლიავების ოფისის მისამართი, აგერ ახლა გაიხსნა ორთაჭალაში.
არანაირი გლობალური ომის პარტია არ არსებობს, ეს არის პუტინის პროპაგანდისტების მიერ მოგონილი ტერმინი, მაგრამ ლოკალური ქლიავების პარტია არის ,,ქართული ოცნების“ სახით…
ასე რომ რამდენს ილაპარაკებენ ეს ადამიანები გლობალური ომის პარტიაზე, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად და მისამართიც მივუთითოთ ლოკალური ქლიავების პარტიაზე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი