კვირა, თებერვალი 15, 2026
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებითეონა ჭალიძე: "სახელისუფლებო პარტია არსებულ სოციალურ პოლიტიკას იყენებს...

თეონა ჭალიძე: “სახელისუფლებო პარტია არსებულ სოციალურ პოლიტიკას იყენებს საარჩევნო ინსტრუმენტად”

ამომრჩეველს უნდა დავუბრუნოთ რწმენა რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია და არჩევანი გააკეთონ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშებისგან დამოუკიდებლად, თავისუფლად“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ განაცხადა

ჭალიძე ყურადღებას ამახვილებს მოწყვლად ჯგუფებზე ხელისუფლების გავლენებზე საარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დროს:

,,2024 წლის გადამწყვეტ არჩევნებზე ივანიშვილის პარტიის მთავარი მოკავშირე სიღარიბეა. სახელისუფლებო პარტია არსებულ სოციალურ პოლიტიკას იყენებს საარჩევნო ინსტრუმენტად.

მაშინ როცა მიზნობრივი სოციალური დახმარებების ერთიან ბაზაში მილიონ 243 ათასზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული და მათგან 672909 პირი საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 49311 საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახიდან ერთი წევრი მაინც პარალელურად საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაშია ჩართული, განსაკუთრებით საყურადღებოა მომავალ არჩევნებში ადამიანებმა ეჭვი არ შეიტანონ არჩევნების ფარულობაში და თავისუფალი არჩევანის გაკეთება შეძლონ. წლების განმავლობაში გარკვეული მექანიზმების გამოყენების შედეგად ფაქტია რომ საგანგაშოდ მაღალია იმ პირთა რაოდენობა, რომელიც დაშვების დონეზე, უშვებს რომ შესაძლებელია იმის გაგება თუ ვის მისცემს ხმას(44%).

აქვე საყურადღებოა რომ მაღალია იმ პირთა რაოდენობაც, ვინც ფიქრობს რომ შესაძლებელია სოციალური დახმარება მოუხსნან პირს, რომლის ოჯახის წევრებიც არ მივლენ არჩევნებზე(48%). სწორედ ამიტომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით დაინტერესებულმა ყველა აქტორმა თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ძალისხმევა არ უნდა დაიშუროს საზოგადოებაში არსებული ამ დამოკიდებულებების შესაცვლელად.

არჩევნები ფარულია და ვერავინ გაიგებს ამომრჩეველმა ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება კი არანაირად არ უნდა გახდეს ფარულობასთან დაკავშირებით მცდარი და მავნებლური ინფორმაციის გავრცელების საფუძველი.

ამომრჩეველს უნდა დავუბრუნოთ რწმენა რომ მათი ერთი ხმა გადამწყვეტია და არჩევანი გააკეთონ ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშებისგან დამოუკიდებლად, თავისუფლად“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა ბურთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოედანზე” – ლევან მაჭავარიანი

აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენა-ნორმალიზებასთან დაკავშირებით აკეთებს განმარტებებს...

“რომ არა გიგა ავალიანის დედა, ნაძირლების ბანდა დაუსჯელი დარჩებოდა და ხვალ კიდევ სხვას მოკლავდა…”...

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში მონაწილე არასრულწლოვნების მიერ...

“ცოტა მეტი უნდა გავაკეთოთ რუსული რეჟიმის მოსაშორებლად, ცოტა მეტი ერთიანობა” – ლაშა დიაროვი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ლაშა დიაროვი, სააგენტო ,,პარალელთან”...

“მოდით შევეშვათ წარსულზე კამათს – მანდ მაინც ვერ შევთანხმდებით. შევთანხმდეთ მომავალზე!” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, ოპოზიციას მიმართავს: "უნდა ვთქვათ ჯერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის აკრძალვა პირდაპირ ეხება რეექსპორტსაც” – ლაშა დარბაისელი

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი...

“ჟურნალისტებთან უმორჩილესი თხოვნა მექნება – ასოციაციის ყველა წევრს გამოკითხოთ აზრი, ვინ რა იბჟუტურა იმ...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მთავრობის თავმჯდომარის და განათლების მინისტრის შეხვედრის...

“ბოლო ფაქტმა, საერთოდ ბოლომდე წარმოაჩინა ივანიშვილის შიშები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკასვილი, საპატიმროში მომხდარ კონკრეტულ ფაქტთან...

“ფურთხის ღირსია მართლაც ეს სალაფავგადაგდებული, დადუმებულნი საბჭოთა (ქართველის სახელს, რომ იჩემებს ის) საზოგადოება” –...

განათლების სისტემაში დაგეგმილ რადიკალურ ცვლილებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს...

“არ გამოხატავს დღევანდელი ოპოზიცია ხალხის ნებას, ზემოდან კიდია – ფეხები არ აქვს” – თამარ...

პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ...