პარასკევი, აპრილი 26, 2024

5-9-11-16-18-20-24-26-31 – ნიკა გვარამიას დამაინტრიგებელი “ვიქტორინა”

რამდენიმე საათის წინ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალურმა ერთგვარი “რიცხვითი ვიქტორინა” გამოაქვეყნა და მის გამომცნობს კარგი კერძის გაკეთებასაც დაპირდა:

5-9-11-16-18-20-24-26-31

პირველი, ვინც გამოიცნობს, რა საიდუმლო შიფრ-კოდია, კაი კერძს გავუკეთებ, აი ძაან რო მოეწონება გარანტირებულად, ისეთს 🤓” – ასეთი ინტრიგა ჩააგდო ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.

თუმცა ტვინის ჭყლეტა, დამაინტრიგებელი შეკითხვის გამოსაცნობად, დიდხანს არ გაგრძელდა და გემრიელი კერძის “მფლობელიც” გამოვლინდა, რომელიც ნიკა გვარამიამ პასუხის განმარტებასთან ერთად წარადგინა:

P.S. აღარ შეწუხდეთ, გამარჯვებულია Amiran Pachuashvili კერძის ამბავს დამატებით გაცნობებთ 🙂

ეს კი ჩემი სასამართლოს მარტის თვის გრაფიკია. 9 სხდომა, 18 დღე – ერთი სხდომის, ერთი მოსამზადებელი (საქმის მასალებთან სამუშაო). ანუ 22 სამუშაო დღიდან, 18 არ ვმუშაობ. სავარაუდოდ, იგივე მოხდება აპრილში.

მოვუხსნივართ მთავარი ოპოზიციური მედიის დირექტორობიდან და ესაა 🤓

ავე უზურპატორ!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული