სამშაბათი, ივლისი 15, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "26 ოქტომბერი არის რეალური შანსი, რომ...

პაატა მანჯგალაძე: “26 ოქტომბერი არის რეალური შანსი, რომ ერთიანობით შევცვალოთ რეჟიმი და გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის საქმეში”

ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ის, რომ 26 ოქტომბერს გამოვიყენოთ ჩვენი შანსი და ყველამ ერთად ვუთხრათ „არა“ რეჟიმს, რომელიც არც ხალხს უსმენს, არც კონსტიტუცია აინტერესებს და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები”, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით 26 ოქტომბერი არის რეალური შანსი, რომ ერთიანობით გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის საქმეში:

რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, ხელისუფლება მით უფრო მეტ ახალ სიგიჟეს ჩადის. თუნდაც ის, რაც სასამართლო კლანმა გააკეთა, რომ პრეზიდენტს აუკრძალეს კონკურსის ჩატარების უფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად, ნათელი დასტურია, რომ ხელისუფლებას სულ არ აინტერესებს ქართველი ხალხი და მისი კონსტიტუცია.

შესაბამისად, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ის, რომ 26 ოქტომბერს გამოვიყენოთ ჩვენი შანსი და ყველამ ერთად ვუთხრათ „არა“ რეჟიმს, რომელიც არც ხალხს უსმენს, არც კონსტიტუცია აინტერესებს და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ქვეყანას აქცევენ იზოლაციაში და მიზანმიმართულად ბლოკავენ მოქალაქეების სიღარიბისგან თავის დაღწევის ყველანაირ საშუალებას.

მოკლედ რომ ვთქვათ, 26 ოქტომბერი არის რეალური შანსი, რომ ერთიანობით შევცვალოთ რეჟიმი და გადამწყვეტი სიტყვა ვთქვათ ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის საქმეში”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...

“იმათ საყურადღებოდ, ვინც დღემდე მე თუ სხვა ადამიანებს საყვედურობს, რომ ბიძინამ ბევრი სიკეთე გაგვიკეთა...

საზოგადოებაში გავრცელებულ კონკრეტულ მინიშნებებს, ერთგვარი შედარებითი განმარტებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი,...

“ალეკო ელისაშვილი, ეს ფიზიკური თუ პოლიტიკური აკრობატი, იწვევს სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში, რათა გახდეს დედაქალაქის...

თბილისის მერის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას...

“ვიღაცეები ციხე-კურორტზე რომ არიან წამოკოტრიალებულები და მსხვერპლს თამაშობენ…” – ლალი მოროშკინა

საგამოძიებო კომისიაზე ჩვენება მისცა ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...