სამშაბათი, ივლისი 15, 2025
33.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილს, ერისკაცს, ესენი ვერაფერს დააკლებენ, ხალხია მისი...

“ბიძინა ივანიშვილს, ერისკაცს, ესენი ვერაფერს დააკლებენ, ხალხია მისი და “ქართული ოცნების” გვერდით” – დიტო სამხარაძე

საპატლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე facebook-ის პირად გვერდზე მწვავე სტატუსს აქვეყნებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით:

,,რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა!

ფაქტი, რომ რამოდენიმე დღე მალავდნენ, თუ რა დანაშაულის ჩადენაზე იყვნენ საგამოძიებო და სასამართლო სტრუქტურებში გამოკითხვაზე, პირადად ჩემთვის ყველაფერისმთქმელია და კითხვებიც არ მიჩნდება! მითუმეტეს, ამათი მონა ტელევიზიების დუმილიც ბევრის მთქმელია!!!

ერთიან ნაციონალურ ტერორისტულ მოძრაობას ბევრი ქართველის სისხლი აქვთ დაღვრილი, ავადმყოფი მანიაკებისგან დაკომპლექტებული სინდიკატია, თავში არ მოუვათ კაცის მოკლა თუ გაუჭირდებათ? ესენი არიან ჩვენი სამშობლოს ხორცმეტები!

არჩევნების შემდეგ ,,ნაცრეჟიმი” გასამართლებას ვერ აცდება! ის დანაშაულებებიც სააშკარაოზეა გამოსატანი ვისი დავალებით გახვიეს ქვეყანა ომში და ახლაც ყველაფერს აკეთებენ, რომ თბილისის ციდან ბომბები ცვიოდეს!

9 წელიც რომ დავივიწყოთ, იმდენი ცოდვა და სიმყრალე ჩაიდინეს ბოლო 2 წლის განმავლობაში, მარტო ამისთვის გაფარჩაკდებიან არჩევნებზე! ბიძინა ივანიშვილს, ერისკაცს, ესენი ვერაფერს დააკლებენ, ხალხია მისი და ,,ქართული ოცნების” გვერდით! აფეთქება? თქვენი მეტიკტოკე ბოევიკობა არ გაიშვას, სააკაშვილის ქაფი ხართ, სხვისი ქვეყნის აგენტურა! დაგდებთ ბეჭებზე 26 ოქტომბერს!”, – წერს დიტო სამხარაძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ყველა დიქტატურა ბოლო თვეებში ერთმანეთს ემსგავსება” – სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმასენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, მძიმე შეფასებებით, ეხმაურება...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...