„იცით რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს “ქართული ოცნება” კონსტიტუციის უგულებელყოფას“, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა
ვაშაძის თქმით პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირი და უხეში ჩარევა, კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა და სამწუხაროდ ეს არის კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესთან მიმართებაში.
“უმძიმესი ვითარებაა, იცით რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს “ქართული ოცნება” კონსტიტუციის უგულებელყოფას.
პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირი და უხეში ჩარევა, კლანური მართლმსაჯულების ნათელი გამოვლინებაა და სამწუხაროდ ეს არის კიდევ ერთი დარტყმა საქართველოს ევროინტერგრაციის პროცესთან მიმართებაში.
ამიტომ დღეს არ არსებობს აღარც კონსტიტუცია, აღარც კანონი, ქვეყანას მართავს კლანი, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელსაც უნდა, რომ თვითონ გამდიდრეს, ხალხი კი იყოს უკიდურესად მძიმე ვითარებაში და ნებისმიერ ფასად ხელისუფლება შეინარჩუნოს.
გამოსავალი ამ უმძიმესი ვითარებიდან არის ერთიანობა, დიახ ერთიანობით ჩვენ 26 ოქტომბერს უნდა გავიმარჯვოთ, რომ ყველა ეს ბედუკუღმართი ნაბიჯი რაც ეხლა ხდება ქვეყანაში, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური ნაბიჯები რაც ხდება, უმოკლეს ვადაში აღმოვფხვრათ და დაჩქარებული წესით წავიდეთ ევროპისკენ.
ამ გზით ჩვენ ევროკავშირში ვერ შევალთ, ეს არის ორჯერ ორი ოთხი, მაგრამ 26 ოქტომბერს შეუძლია შეიყვანოს საქართველო ევროკავშირში დაჩქარებული წესით, ამიტომ გვჭირდება ერთიანობა, ამიტომ გვჭირდება წინსვლა და ამიტომ გვჭირდება გამარჯვება ყველას ერთად”, – განაცხადა ვაშაძემ.
ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს