საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე ,,ლელოს” საარჩევნო პიარ კამპანიასთან დაკავშირებით:
,,თუ ისეთი მიამიტია ვინმე ამ ქვეყანაში, რომ ,,ლელოსა” და ,,ნაცმოძრაობას” შორის განსხვავებას ხედავს, დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებოდი ასეთ ადამიანს, რა განსხვავებაა მათ შორის, შეიძლება უარესიც იყოს.
,,ნაცმოძრაობის” რეკეტიორები და თაღლითები, რომელზეც სასამართლომ თქვა, რომ თაღლითები არიან, რომლებიც ,,ნაცმოძრაობის” სასარგებლოდ იყვნენ, ასე ვთქვათ – თაღლითობდნენ მათ სასარგებლლოდ, მათ უმაგრებდნენ ზურგს თავისი რეკეტით და თაღლითობით. რითი განსხვავდებიან, თუ უარესები არ არიან ნაცებზე?! ამას ვერც ერთი ადამიანი ვერ მიპასუხებს.
შესაბამისად, როზნერი როცა დავალებით ჩამოვიდა თავის დროზე და ,,ნაცმორაობას” პიარს უკეთებდა, ესეც ცნობილი იყო ჩვენთვის. ახლაც, როდესაც ის პიარს უკეთებს ,,ნაცმოძრაობის” ერთ დანაყოფს – ,,ლელოს”, ესეც ცნობილი ხდება. გასაკვირი ამაში არაფერია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე