,,ერთიანობის’’ წევრი, ელისაბედ სიხარულიძე სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს ,,ერთიანობის’’ საარჩევნო კამპანიასა და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით:
,,როგორც მოგეხსენებათ ჩვენ უკვე დავიწყეთ საარჩევნო კამპანია და ,,ერთიანობის’’ კამპანია იქნება ძირითადად იმ მოთხოვნებზე და იმ სურვილებზე, რაც ხალხს გააჩნია, იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს.
რა არის ეს ძირითადი პრობლემები: ხალხი ძალიან არის შეწუხებული ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებით, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვისაუბროთ და ყველას გავაგებინოთ, თუ როგორი პრობლემებია რეგიონებში, ამისთვის უკვე ჩვენ გვექნება რეგიონებში გასვლები და შევხვდებით ჩვენს მოსახლეობას.
გვინდა ყველას მივაწვდინოთ ხმა და გავაგებინოთ, რომ გვაქვს ძალიან მაღალი ფასები, ძალიან დაბალი ხელფასები, რაც შეუსაბამოა დღევანდელი ცხოვრების პირობებთან და ამიტომ ეს უნდა გამოსწორდეს. ამასთანავე ინდივიდუალურადაც, გავეცნობით რეგიონების მიხედვით სხვადასხვა ტიპის პრობლემატიკას.
კამპანიის ფარგლებში ჩვენი პრიორიტეტი იქნება ევროკავშირი. იმიტომ, რომ ამ პრობლემებზე პასუხი და გამოსავალი სწორედაც რომ ევროკავშირშია და ამის მეშვეობით უნდა გადავჭრათ ჩვენ ეს პრობლემები. სათითაოდ ყველა ადამიანს, ყველა ჩვენს მოქალაქეს კიდევ ერთხელ ავუხსნით ევროკავშირის სიკეთეების შესახებ, კიდევ ერთხელ ავუხსნით იმას თუ როგორი მნიშვნელოვანია ერთიანობა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ერთიანობა მათი დაკვეთაა რეალურად, მათ ძალიან უნდათ, რომ პოლიტიკური სპექტრი ერთად მუშაობდეს და ერთად ასრულებდეს მათ დავალებებს.
ავუხსნით, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად ქვეყნის უკეთესობისთვის და მოვიტანოთ ის პოზიტიური ცვლილებები ქვეყანაში, რომელიც აუცილებლად გვინდა, რომ გვქონდეს. გავხადოთ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, გვქონდეს მაღალი ხელფასები, დაბალი ფასები და სასურველი ცხოვრების პირობები’’,- ელისაბედ სიხარულიძე.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი