spot_img
მთავარისხვადასხვა"ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხს კარგსა და უკეთესს შორის...

“ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხს კარგსა და უკეთესს შორის უწევს არჩევანის გაკეთება, ხოლო საქართველოში – ცუდსა და კარგს შორის” – ამირან ნატრიაშვილი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი სააგენტო ,,პარალელის” გადაცემაში ,,Paraleli Times” საუბრობს, თუ რა მსგავსება და განსხვავებაა ქართულ და ევროპულ დემოკრატიას შორის:

,,ევროპაში ტარდება სამართლიანი არჩევნები, სადაც ადამიანები ირჩევენ მჯობნის მჯობნს, ანუ უკეთესს ვიდრე იყო წინა ხელისუფლება. მათი ხმა არის დაცული. მათ იციან, როდესაც არჩევნებზე წავლენ და ხმას მისცემენ, ის ხმა არ დაიკარგება და არ გაყალბდება, განსხვავენით საქართველოსგან.

ადამიანებს იქაც სჭირდებათ ცვლილებები. ითხოვენ, რომ უკეთესი იყოს გარკვეული კუთხით მათი სახელმწიფო, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც გარკვეული პრობლემა აქვთ იმ არსებულთან [ხელისუფლებასთან], რომელიც არის, თუმცა, მათ სურთ უკეთესი. სწორედ ამიტომ ხდება ხოლმე ხელისუფლებების გადარჩევა დემოკრატიულ სახელმწიფოებში, როგორიცაა ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

საქართველოს პირობებში ეს ყველაფერი არის პირიქით. მაშინ, როდესაც ჩვენ გვინდა ცვლილებები, როდესაც ცვდილობთ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, რაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას გააჩნია, ეს იქნება პროტესტის შედეგად თუ სხვა ოპოზიცური პარტიების მიერ წარმოდგენილი მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ვაკუუმში მოაქციოს. ჩვენ, ახალგაზრდები და ის მოქალაქეები, რომლებსაც არ მოგვწონს მათი ქმედებები, გამოგვიყვანონ ქვეყნის მოღალატეებად, როდესაც ისინი ყოველდღიურად ღალატობენ ქვეყანას რამდენ ნაბიჯსაც დგამენ ჩრდილოეთისაკენ.

ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხს უწევს კარგსა და უკეთესს შორის არჩევანის გაკეთება, ხოლო საქართველოში ჩვენ გვიწევს გავაკეთოთ არჩევანი ცუდსა და კარგს შორის. სწორედ ამიტომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ მხარი დავუჭიროთ ერთიანობას, რათა ავირჩიოთ კარგი და შემდეგ მოგვიწიოს არჩევანის გაკეთება კარგსა და უკეთესს შორის”, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...