პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 20-22 ივლისის პერიოდისთვის

19 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 20 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივლისში ლარის კურსის მეტნაკლები დასტაბილურებისა და გამყარების პერიოდი გამოოიკვეთა, რაც დღემდე გრძელდება გარკვეული რყევებით. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

16 ივლისი – 2.7117;
17 ივლისი – 2.6952;
18 ივლისი – 2.6975;
19 ივლისი – 2.7253.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურდა, 0.0043 ლარით და 1 აშშ დოლარი 20 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 2.6996 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა კურსის რყევებთან ერთად 3 ლარის ნიშნულსაც სტაბილურად ჩასცდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

16 ივლისი – 2.9582;
17 ივლისი – 2.9378;
18 ივლისი – 2.9492;
19 ივლისი – 2.9476.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0094 ლარით და 20 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9382 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გაუფასურდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4871 ლარი (გამყარდა 0.0157 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0816 ლარი (გაუფასურდა 0.0001 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6509 (გაუფასურდა 0.0004 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.5868 ლარი (გაუფასურდა 0.0017 ლარით);
1000 სომხური დრამი – 6.9644 ლარი (გაუფასურდა 0.0201 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0350 ლარი (გაუფასურდა 0.0161 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7138 ლარი (გაუფასურდა 0.0014 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2268 ლარი (გაუფასურდა 0.0050 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.3737 ლარი (გამყარდა 0.0389 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7146 ლარი (გამყარდა 0.0094 ლარით).

რუბლთან მიმართებაშიც ანალოგიური სიტუაცია იყო, თუმცა ბოლო დღეებში გაუფასურების ნიშნები გამოიკვეთა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

16 ივლისი – 3.0866;
17 ივლისი – 3.0437;
18 ივლისი – 3.0579;
19 ივლისი – 3.0614.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0109 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 20 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.0723 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული