სამშაბათი, ივლისი 8, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითედო ზოიძე: "ლელოს" და გახარიას პარტიის გაერთიანებაზე ერთადერთი...

თედო ზოიძე: “ლელოს” და გახარიას პარტიის გაერთიანებაზე ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ეს გაერთიანება არის არარეალური

თედო ზოიძე, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ,,ლელოსა” და გახარიას პარტიის შესაძლო გაერთიანების თაობაზე:

,,ლელოს” და გახარიას პარტიის გაერთიანებაზე ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ეს გაერთიანება არის არარეალური, როგორც ამომრჩევლისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართულები ორივე პარტიის მხრიდან, მათაც კი ჰქონდათ კითხვები. ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ეს გაერთიანება, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს წარსულში ბატონი გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის დამოკიდებულება ერთმანეთისადმი და არამარტო დამოკიდებულება, როგორც ვითარდებოდა მოვლენები.

რაც შეეხება გახარიას დღევანდელ განცხადებას, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ გიორგი გახარია არის ის პოლიტიკოსი და მას აქვს ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც უნდა ჰქონდეს ამბიცია და უნდა გადიოდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. იმიტომ, რომ მას აქვს უდიდესი რესურსი, როგორც პოლიტიკოსს და მიმაჩნია, რომ ის დამოუკიდებლადაც შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ორნიშნა შედეგი ექნება მას.

ვუსურვებ წარმატებას თითოეულ ოპოზიციურ გაერთიანებას და ყველა, ვინც დღეს არის ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და იბრძვის იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს ქართულმა ოპოზიციამ ჩემთვის არის ძალიან მისასალმებელი“, – განაცხადა თედო ზოიძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების დამხობა” – კახა კალაძე:

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გუშინდელ საპროტესტო აქციაზე ისმოდა...

“ჩვენი მიზანი ამ ქვეყანაში იყო და არის პოლიტიკური სისტემის და რეჟიმის შეცვლა!” – მამუკა...

"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, საპატიმროდან გამოგზავნილი...

“თუ ყაველაშვილის მხრიდან ამ განცხადებას არ ღებულობენ იმიტომ, რომ არალეგიტიმურს ეძახიან, ბოდიში და იმ...

პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ირონიული შეფასება-განმარტებებს აკეთებს ოპოზიციის მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...