ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპეტრე ცისკარიშვილი: "ოცნების" რეჟიმი უნდა დასრულდეს და მხოლოდ...

პეტრე ცისკარიშვილი: “ოცნების” რეჟიმი უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი კურსის შეცვლა და დაბრუნება ისევ ევროპულ ვექტორზე

კობახიძე ცდილობს, რომ დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს, რომ თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილები არ არიან დასავლეთიდან. რას უმტკიცებს თავის ამომრჩეველს, რომ ბრიტანეთის ვიზა აქვს? ამის დემონსტრირებას ახდენს, სხვას მეტს ვერაფერს“, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ირაკლი კობახიძის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში.

დასავლეთი არის უსაფრთხოებაზე, გეოპოლიტიკაზე, დიდ მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე ფოკუსირებული, მაგრამ მათთვის ასევე მნიშვნელოვანია ღირებულებები, ფასეულობები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია.

ჩვენ კი რას ვასხივებთ აქედან? არც დემოკრატია გვაქვს, არც კანონის უზენაესობა, არც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სულ ახლახან მიიღეს რუსული კანონი, გეოპოლიტიკურად დასავლეთთან პარტნიორობის ნაცვლად, ჩაეხუტნენ რუსეთს და ასეთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და წარმომადგენელი ცდილობს, რომ დასავლელ პარტნიორებთან რაღაც ტიპის დიალოგები ააწყოს, რომ თავის ამომრჩეველს მოაჩვენოს, რომ მოკვეთილი დასავლეთიდან და ამ კონკრეტულ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთიდან არ არიან.

რას უმტკიცებს თავის ამომრჩეველს, რომ ბრიტანეთის ვიზა აქვს? ამის დემონსტრირებას ახდენს, სხვას მეტს ვერაფერს. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი, არანაირი პრინციპული ცვლილებები არ იქნება და ესენი რუსული კანონის გამწვევები არ არიან, რადგან მათ მიიღეს ფუნდამენტური გადაწყვეტილება, მათი პოლიტიკური მიზანი და ამოცანაა, რომ დაუპირისპირდნენ დასავლეთს, რათა ასიამოვნონ თავისი ბატონი კრემლში.

აქედან გამომდინარე, სადაც არ უნდა განახორციელოს ვიზიტი, მის საუბარს არავინ არაფრად არ ჩააგდებს, სანამ ქვეყანაში არ შეიცვლება ავტოკრატია დემოკრატიით და ამ რეჟიმის პირობებში ეს არის შეუძლებელი, ამიტომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები არის აუცილებელი.

„ოცნების“ რეჟიმი უნდა დასრულდეს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი კურსის შეცვლა და დაბრუნება ისევ ევროპულ ვექტორზე“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...