კვირა, ივლისი 13, 2025
32.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის ბოლო გამოსვლა ძველის გადამღერებაა" - გიგი უგულავა

“ივანიშვილის ბოლო გამოსვლა ძველის გადამღერებაა” – გიგი უგულავა

პოლიტიკური პლატფორმა ,,ერთიანობის’’ წევრი გიგი უგულავა, სოციალურ ქსელში, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში შეფასება-განმარტებებს აკეთებს აშშ-ში ტრამპის წარდგენაზე, თინა ბოკუჩავას მიწვევასა და ,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლაზე:

,,ივანიშვილის ბოლო გამოსვლა ძველის გადამღერებაა. წყალია, ამჯერად უფრო ამღვრეული, თუმცა არის ერთი აღსანიშნავი გარემოებაც. არცერთი ქვეყანა, არცერთი ხელისუფლება თუ ოპოზიცია, ვისაც კი აშშ-თან მეგობრობა სურს, საჯაროდ ამერიკის არჩევნებში მხარს არ იჭერს. ზეპარტიული მიდგომა არა მარტო დაუწერელი კანონია, არამედ პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილია. ვინც ამ წესს არღვევს, ის ჩვეულებრივად დაისჯება. ასე მოუვა ივანიშვილს და მის ოცნებას.

არაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ არც ტრამპისა და რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში ნახავს ოცნება რამე ხეირს. უფრო პირიქით. მოღალატე ყველგან მოღალატეა. ივანიშვილმა არა ბაიდენს და დემოკრატებს, არამედ ამერიკელი ხალხის და სახელმწიფოს ნდობას უღალატა. მას იქ აღარავისთან მიესვლება. ამის ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ ტრამპის წარდგენაზე ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაა მიწვეული, ქოცი კი ამასობაში ძალოვნების კვარტალში თავის 8 სართულიანი ოფისის გახსნით ტკბებოდა. უბადრუკი ზალკალიანი არაა სათვალავში. ეს ვირის ხორცი ამჯერად სამწუხაროდ სახელმწიფოს წარმოადგენს.

ასე რომ ბიძინა უვარგისი და აქოთებული ხორცია. ის გარეთ არავის უნდა, შიგნით კი ყველას დაგვწამლავს თუ დროზე არ მოვისროლეთ
Tina Bokuchava
#FreeSaakashvili’’, – წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მედროვეების მოგებული ომი არ გაიშვას!” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე შეფასებებით და კონკრეტული...