ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე Facebook-ის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების აუცილებლობასთან დაკავშირებით:
,,კარგია, რომ პარტიები ხალხის მოლოდინს პასუხობენ, გონივრულ გაერთიანებებს ქმნიან და გამარჯვების ენერგიის აკუმულირებას ცდილობენ.
ნამდვილად კარგია ახალი გაერთიანების შექმნა “ლელოს”, ანა დოლიძის პარტიისა და “თავისუფლების მოედნის” სახით. სხვა პარტიათა ერთობაც აუცილებელია, რადგან მიზანი საქართველოს გამოხსნაა იმ მოძალადე და სისუსტისგან გაავებული, სახიფათოდ მბოდავი კაცისგან, რომელიც სამაგალითოდ და უპირობოდ უნდა დამარცხდეს ოქტომბერში.
მიზანი – რუსი ივანიშვილის დამარცხებაა და ცხადია, არა სიებში ადგილების განმტკიცება, რადგან არანაირი აზრი არ ექნება არაფერს, თუკი ეს მოძალადე და საქართველოს გამარუსებელ-გამაჩინელებელი კორუმპირებული კლანი დარჩება ხელისუფლებაში.
ოპოზიციამ უნდა მოიგოს და საქართველოს უსაფრთხოების გარანტიები დაუბრუნდეს დასავლეთის დაცულობის ქვეშ”, – წერს ლაშა ბუღაძე.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე