ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სახელმწიფომ სოფლის მეურნეობას გზა უნდა გაუკვალოს, ევროპასთან ასოცირებაზე...

“სახელმწიფომ სოფლის მეურნეობას გზა უნდა გაუკვალოს, ევროპასთან ასოცირებაზე ხელი ფორმალობისთვის არ მოგვიწერია“ – გიორგი ვაშაძე

სტრატეგია „აღმაშენებლის“ ფარგლებში „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, ქუთაისში ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდა, სადაც უშუალოდ გაეცნო ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს. ვაშაძის განცხადებით სახელმწიფომ თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს – ლოჯისტიკის მოწესრიგება უნდა მოხდეს და გასაღების ბაზარზე მეწარმეებისთვის დახმარება:

ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა სოფლის მეურნეობის განვითარების. მთავარი არის სახელმწიფომ თავისი ფუნქცია შეასრულოს და სოფლის მეურნეობას გზა გაუკვალოს, იმისთვის რომ ახალი ბაზრების ათვისება მოხდეს.

ევროპასთან ასოცირებას ხელი არ მოგვიწერია უბრალოდ ფორმალობისთვის, ამით მეწარმეებმა უნდა ისარგებლონ. ჩვენ სოფელში განვითარების ამ კერას გავაჩენთ, სწორედ აქედან მოდის ქვეყნის სიძლიერე.

ჩვენ ვიმყოფებით სოფელ ტყაჩირში და გარშემო რაიონები დაიცალა ხალხისგან მარტივი მიზეზის გამო – ვერ ხედავენ განვითარების შესაძლებლობას ადგილზე. გვაქვს პოტენციალი, რომელიც უნდა გამოყენოთ.

სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, ფინანსური მხარდაჭერა არავის არ უთხოვია ერთადერთი, რაც თქვეს, რომ მოწესრიგდეს ლოჯისტიკა და გასაღების ბაზრებზე მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება. ძალიან დიდი პოტენციალია, რომელსაც რეალიზება სჭირდება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ბეჟან ბერულავა

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამწუხაროდ, მოძალადე სპორტსმენებს არ მიმართეთ და არ უთხარით, რომ ” მეპურემ თავის საქმე აკეთოსო”...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“თუ თანამდებობის პირი იგივეს იტყვის მოქალაქეზე, ეს არ ისჯება” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს...

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...