პარასკევი, აპრილი 26, 2024

ვანო მერაბიშვილი: “მე მჭირდება გარკვეული დრო, ყველას აზრს გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებას”

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს, დილის 10 საათზე დატოვა. ყოფილმა პრემიერმა და შს ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა, სადაც, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, ყურადღება გაამახვილა ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე იმ პარტიებთან, რომლებიც საპატიმროში შესვლამდე ერთ პარტიად დატოვა:

მე აქამდე არ ვაკეთებდი არანაირ კომენტარს, რადგან ვიყავი იზოლაციაში, ვიყავი ჩამოცილებული ყოველდღიურ პროცესებს, აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი ჩემს განცხადებებს, ასევე არ შემიძლია განცხადება გავაკეთო დღეს, რადგან რაც მე გამოვედი საკნიდან არაფერი შევცვლილა.

ჩემი უახლოესი მეგობრები, მათ შორის თანამებრძოლები, თანაპარტიელები, ჩემდა სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პარტიებში არიან, როგორც ერთ, ისე მეორე პარტიაში. მე რა თქმა უნდა, ყველა მათგანს შევხვდები, ყველა მათ აზრს გავიზიარებ, გავეცნობი და თუ საჭირო იქნება მივიღებ გადაწყვეტილებას. მე მჭირდება გარკვეული დრო,” – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ავტორი
თეო იორდანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული