კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ "ერთიანობა", "ნაციონალური მოძრაობა" ვგმობთ მომხდარ თავდასხმას და...

“ჩვენ “ერთიანობა”, “ნაციონალური მოძრაობა” ვგმობთ მომხდარ თავდასხმას და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას” – ზურაბ ჭიაბერაშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს აშშ-ში დონალდ ტრამპზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით:

,,გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტ და ამჟამად კვლავ პრეზიდენტობის კანდიდატ, დონალდ ტრამპზე, აშშ-ში მომხდარ თავდასხმას.

ჩვენ ,,ერთიანობა”, ,,ნაციონალური მოძრაობა” ვგმობთ მომხდარ თავდასხმას და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. გვინდა პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვოთ გამოჯანმრთელება და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს, რომელიც ესწრებოდა ღონისძიებას.

ამავდროულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ძალადობა მიუღებელია, მათ შორის პოლიტიკაში და მათ შორის ისეთი მდგომარეობის დროს, როგორიც დღეს მსოფლიოშია.

მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური ძალების გააქტიურებას და დღეს მსოფლიოში საერთო ძალისხმევაა აუცილებელი, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა, მშვიდობა და ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი არცერთ საზოგადოებაში და ამ ფონზე რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეს გაკვეთილი საქართველოსთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს უნდა იყოს დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, იმ სამყაროს ნაწილი, სადაც ადამიანები და მათ შორის საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ესწრაფვის სწორედ სიმშვიდეს, სტაბილურობას, კეთილდღეობას და განვითარებას.

ჩვენი ადგილი ევროპაშია და ჩვენი ადგილი არის დასავლურ სტრუქტურებში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეებისათვის უკეთესი განვითარება.

ასეთ პირობებში ქვეყნის სათავეში “ქართული ოცნების” ყოფნა, რომელიც ზუსტადაც რომ ჩვენი საზოგადოების შიგნით აღრმავებს პოლარიზაციას, დაპირისპირებას, თვითონ არის ძალადობის ინსპირატორი და ძალადობის ავტორი ჩვენს საზოგადოებაში, რაც განვლილი თვეების განმავლობაში ვნახეთ, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ასეთი ხელისუფლების ადგილი არ არის ქვეყანაში, პირიქით, საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც არის კარგ ურთიერთობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან და რომელიც თვითონ არ არის ძალადობის წყარო ქვეყნის შიგნით, რასაც ადგილი ჰქონდა განვლილი რამდენიმე თვის განმავლობაში”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა” –...

ევროპარლამენტის რეზოლუციას, პოლიტიკური შეფასებებით საპატიმროდან ეხმიანება პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის"...

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ვარ შემართებით და ბრძოლის განწყობით, გამარჯვებაში დარწმუნებული” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე თავისი დაბადების 44 წლისთავს...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...