,,ერთიანობის” წევრი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს პოლიტიკური პარტიების გაერთიანების მნიშვნელობის შესახებ:
,,ჩვენთვის მთავარი არის არ გაიფლანგოს ხმა ბარიერის პირობებში. ოპოზიციურ პარტიებს კონკურენტებად არ აღვიქვამთ, ისინი ჩვენი პარტნიორები არიან, ერთად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება და ჩვენ მარტივი ფორმულა გვაქვს და ამას ხელი მოვაწერეთ ერთად – თუ შესაძლებელი არის არჩევნების შემდეგ ერთად მართვა, რატომ არ არის შესაძლებელი ერთად კამპანიის ჩატარება?! მაგრამ არ უნდათ მეგობრებს? წარმატებებს ვუსურვებთ! გამსხვილება აუცილებელია!
ერთი რამ ვიცოდეთ, ჩვენ აქეთ გადავდგით ნაბიჯები ამ ერთობისკენ, ჩამოვაყალიბეთ ,,ერთიანობის” დიდი კოალიცია, ყველაზე ძლიერი კოალიცია და სექტემბერში კიდევ უფრო ძლიერები შევხვდებით საარჩევნო კამპანიას. ხალხი იქნება ჩვენთან“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი