პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამნისტიის პროექტი 15 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შემოვა...

“ამნისტიის პროექტი 15 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შემოვა და შემდეგ მისი განხილვა კომიტეტებში გადაინაცვლებს” – შალვა პაპუაშვილი

ეს ამნისტია, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მომდევნო კვირაში, რიგგარეშე სესიის ფარგლებში, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაა დაგეგმილი, ხოლო საშემოდგომო სესიის დროს მოხდება მისი მესამე მოსმენით მიღება.

მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რატი იონათამიშვილს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რომელმაც ეს პროექტი მოამზადა, ასევე საქართველოს მთავრობისა და პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებთან თანამშრომლობითაც ხდებოდა ამნისტიის პროექტის შემუშავება.

ეს არის საკმაოდ დაბალანსებული ამნისტიის აქტი, რომელიც პირველი ნაბიჯია იქითკენ, რაც პრემიერ-მინისტრმა მისი არჩევის დღეს განაცხადა და შემდეგ უკვე წლიური ანგარიშის დროს გაიმეორა და რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილია – შემცირდეს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართა რიცხოვნობა. ჩვენ გარკვეულწილად შიდა მიზანიც დასახული გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ერთი მესამედით შემცირდეს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების საერთო რაოდენობა.

ეს ამნისტია, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლების სახით და საერთო ჯამში, შეეხება პატიმრების ერთ მესამედს სხვადასხვა სახით. ცნობილია, რომ გათვალისწინებულია სხვადასხვა ფორმა – არის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ვადის განახევრება, ერთ მეოთხედით შემცირება, ერთი მეექვსედით შემცირება. საბოლოო ჯამში, ამნისტია 300-მდე მუხლს ეხება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“აჭარაში ნარკოტიკების რეალიზაციას მფარველობდა თორნიკე რიჟვაძის მამა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს...

“რატომ არის დღევანდელი დღე დიდებული” – ნინო ჯანგირაშვილი

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატის (კონგრესის) მიერ "მეგობარი აქტის" დამტკიცებას 5-პუნქტიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...