ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 13-15 ივლისის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 13-15 ივლისის პერიოდისთვის

12 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 13 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში.

ივნისის ბოლოდან ლარის კურსის მეტნაკლები დასტაბილურებისა და გამყარების ნიშნებიც გამოჩნდა, იყო მკვეთრი გამყარებაც კი, თუმცა ბოლო დღეებში სახეზეა ერთგვარი რყევები. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

9 ივლისი – 2.7399;
10 ივლისი – 2.7511;
11 ივლისი – 2.7488;
12 ივლისი – 2.7233.

ეროვნული ვალუტა ბოლო ვაჭრობაზე მცირედით გაუფასურდა, 0.0041 ლარით და 1 აშშ დოლარი 13 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 2.7274 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო, ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა კურსის რყევებთან ერთად 3 ლარის ნიშნულსაც სტაბილურად ჩასცდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

9 ივლისი – 2.9670;
10 ივლისი – 2.9783;
11 ივლისი – 2.9748;
12 ივლისი – 2.9540.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე უკვე საკმაოდ გაუფასურდა, 0.0156 ლარით და 13 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 2.9696 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა და აღსანიშნავია, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, უმრავლეს შემთხვევაში გაუფასურდა. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით):

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4934 ლარი (გამყარდა 0.0271 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0826 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6648 (გამყარდა 0.0012 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6040 ლარი (გაუფასურდა 0.0024 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0294 ლარი (გაუფასურდა 0.0106 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0436 ლარი (გაუფასურდა 0.0120 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.7605 ლარი (გაუფასურდა 0.123 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2649 ლარი (გაუფასურდა 0.0061 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.5065 ლარი (გაუფასურდა 0.0278 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7133 ლარი (გაუფასურდა 0.0276 ლარით).

რუბლთან მიმართებაშიც ანალოგიური სიტუაცია იყო და სტაბილური კურსი მეტნაკლებად შენარჩუნდა ბოლო დღეებშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

9 ივლისი – 3.1014;
10 ივლისი – 3.1157;
11 ივლისი – 3.1246;
12 ივლისი – 3.1123.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0042 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 13 ივლისიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.1081 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 29-31 მარტის პერიოდისთვის

28 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“უტიფართ და მით უფრო “ოცნების” მიერ “დადებულ” პრეზიდენტს (2018-ში) არ სჩვევიათ ბოდიშის მოხდა!” –...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარის, თაკო ჩარკვიანის მწვავე შეფასებები...

“ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ “დიფ სთეითი” ბიძინა ყოფილა და პროკურორს ეტყვიან – შიგნიდან...

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის პოლიტ-ირონიული ვარაუდი: "ბოლო სერიაში კობახიძე-მდინარაძე “აღმოაჩენენ”, რომ...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...

“ზურაბიშვილის ვიზიტი ბალტიისპირეთში მკაფიო გზავნილია: საქართველო არ არის ივანიშვილის რეჟიმი!” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...