ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიევროკავშირიკახა კალაძე - მაშინ, როდესაც ყველა კრიტერიუმით გაცილებით...

კახა კალაძე – მაშინ, როდესაც ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს, საქართველო დაჩაგრეს, რადგან მათთვის საქართველოს ხელისუფლება არის მიუღებელი”

ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის არ მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი გამოიყენოს თავისი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს, სამწუხაროდ, ხდება უკრაინაში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა მედიის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ევროკავშირის მხრიდან დახმარების შეჩერებას ეხებოდა.

არავის ვუსურვებდი იმ მდგომარეობაში ყოფნას, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება. არავის, ვინც არ უნდა იყოს, არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ საქართველოში მოაწყოს მეორე ფრონტი, ქვეყანა ჩაერთოს სანქციებში, ამან გამოიწვიოს ეკონომიკური კრიზისი და მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი ევროპაში მიღებულ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მიუღებლობას უკავშირებს.

განცხადებებში, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, არაფერი სიახლე არ არის. ეს არის იმ ყველაფრის გაგრძელება, რაზეც ვსაუბრობთ. აქ ძალიან მარტივად არის საქმე. ჯერ კანდიდატის სტატუსის თემასთან დაკავშირებით, პირდაპირ იყო მოწოდებები, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაშინ, როდესაც ყველა მონაცემით, ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს, თუმცა ესეც ცხადია საზოგადოებისთვის, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.

მათთვის საქართველოს ხელისუფლება არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ჩვენ არავის ვაძლევთ შესაძლებლობას, საქართველოს ინტერესები ბოროტად იქნას გამოყენებული, ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი, დაპირისპირება და ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია. ამის შესაძლებლობას არ მივცემთ არავის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური...

“როგორ დაამდაბლეს პოლიტიკური აქტი “შიმშილობა”! – ლალი მოროშკინა

პარლამენტის წინ დაწყებულ შიმშილობის აქტს მწვავე სეფასებებით ეხმაურება ლიდერ...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...